ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქციაზე, ველისციხესთან, სადაც ისინი სამართალდამცველების კორდონის გარღვევას ცდილობდნენ, პოლიციელები დაშავდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია imedinews-ს შსს-ში დაუდასტურეს.
უწყებაში თქვეს, რომ მთელი დღის განმავლობაში დაახლოებით 10-მდე პოლიციელი დაშავდა, მათთან მისვლას სასწრაფო დახმარების მანქანები აქციის გამო ვერ ახერხებდნენ, რის გამოც დაშავებული სამართალდამცველები მაინც აგრძელებდნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას.
ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაშავებული პოლიციელთა ნაწილი სავარაუდოდ უკვე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გურჯაანში, სოფელ ველისციხესთან ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილნი. სამართალდამცველებს საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, თელავის მიმართულებით გზა გადაკეტილი ჰქონდათ და აქციის მონაწილეებს თელავში ჩასვლა ყვარლის გავლით შესთავაზეს, რაზეც მათგან უარი თქვეს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა პოლიციის კორდონის გარღვევა ავტომობილებით სცადეს. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა სამართალდამცველების ავტობუსს ქვები დაუშინეს.
ამასთან, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები დღის განმავლობაში "იმედის" გადამღები ჯგუფის მიმართ აგრესიით გამოირჩეოდნენ.
ამასთან დაკავშირებით, შს მინისტრმა განაცხადა, რომ მომხდარზე სამართლებრივი შეფასებები გაკეთდება, ამასთან მან ბოდიში მოუხადა და მადლობა გადაუხადა პოლიციელებს.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუციასა და ბიბლიაზე ფიცი უკვე დადო. ეს კი ნიშნავს, რომ ის უკვე შეუდგა პრეზიდენტის უფლებამოსილებას და ამ რანგში სიტყვაც წარმოთქვა.
პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ საქართველოში ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment