Pages

Sunday, December 16, 2018

პარლამენტთან ნაციონალების მხარდამჭერებმა კარვები გაშალეს

თბილისში, პარლამენტის წინ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები იკრიბებიან. მათი განცხადებით, ისინი სალომე ზურაბშვილის ინაუგურაციას და იმ პროცესებს აპროტესტებენ, რაც დღეს თელავსა და გურჯაანში მოხდა.
ნაციონალების მხარდამჭერების თქმით, ისინი არ აღიარებენ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას. მათ პარლამენტის შენობასთან ამ დროისთვის ოთხი კარავიც გაშალეს.
აქციის მონაწილეებთან ერთად არიან "ნაციონალების წევრები" ლევან ხაბეიშვილი და ბესო შენგელია. მათი თქმით, ისინი ღამეს გაანეთებენ და პროტესტს გააგრძელებენ.
ცოტა ხნის წინ საზოგადოებას რუსთაველის გამზირზე აქციისკენ მიხეილ სააკაშვილმაც მოუწოდა.
დღეს გურჯაანსა და თელავში ნაციონალების მხარდამჭერები პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ, რათა სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაეპროტესტებინათ. 
 სამართალდამცველებს საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, თელავის მიმართულებით გზა გადაკეტილი ჰქონდათ და აქციის მონაწილეებს თელავში ჩასვლა ყვარლის გავლით შესთავაზეს, რაზეც მათგან უარი თქვეს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა პოლიციის კორდონის გარღვევა ავტომობილებით სცადეს. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა სამართალდამცველების ავტობუსს ქვები დაუშინეს.
ამასთან, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები დღის განმავლობაში "იმედის" გადამღები ჯგუფის მიმართ აგრესიით გამოირჩეოდნენ. 
ამასთან დაკავშირებით, შს მინისტრმა განაცხადა, რომ მომხდარზე სამართლებრივი შეფასებები გაკეთდება, ამასთან მან ბოდიში მოუხადა და მადლობა გადაუხადა პოლიციელებს. 
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუციასა და ბიბლიაზე ფიცი უკვე დადო. ეს კი ნიშნავს, რომ ის უკვე შეუდგა პრეზიდენტის უფლებამოსილებას და ამ რანგში სიტყვაც წარმოთქვა.
პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ საქართველოში ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment