რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რელიგიური განხეთქილების საფუძველი უკრაინაში ფულის წყურვილის და პოლიტიკური მოტივია. ამის შესახებ მან დიდ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რუსეთის ლიდერმა ახლახანს დაფუძნებულ უკრაინის ახალ ეკლესიას „განხეთქილების“ ეკლესია უწოდა. „შეხედეთ როგორი დამოკიდებულების ზეწოლაა თურქეთისგან: იქვეა დანიშვნები, ფული - ვფიქრობ, ეს ბართლომეს მთავარი მოტივია, დაიმორჩილოს მთელი ტერიტორია და ამაზე ფული გააკეთოს, რა თქმა უნდა, ვაშინგტონის რჩევებით“, - განაცხადა პუტინმა.
15 დეკემბერს კიევში გამართულ გაერთიანებულ კრებაზე, უკრაინის ახალი მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნების შესახებ პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა. ახალი ეკლესიის წინამძღოლად კიევის პატრიარქის მონაცვლე, ეპიფანე აირჩიეს.
სავარაუდოდ უკრაინა მსოფლიო პატრიარქისგან ავტოკეფალიის ტომოსს იანვარში მიიღებს.
ნოემბრის ბოლოს კონსტანტინოპოლმა უკრაინაში ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსის ტექსტი დაამტკიცა. გადაწყვეტილება სტამბოლში გამართული მსოფლიო საპატრიარქოს სინოდის სხდომაზე მიიღეს.
11 ოქტომბერს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა გამოთქვა მზადყოფნა უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების თაობაზე მას შემდეგ, რაც ის შეიქმნება. პასუხად რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ შეწყვიტა ურთიერთობა მსოფლიო პატრიარქთან.
კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესაძლებლობას მართლმადიდებელ სამყაროში დაპირისპირება მოჰყვა. 15 ოქტომბერს, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლის პატრიარქთან ევქარისტული კავშირი გაწყვიტა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment