ქალის ორგანიზმის ტემპერატურა სხვადასხვა ინფორმაციას გვაწვდის და მისი გაზომვაც სხვადასხვა მიზანს ემსახურება. ამის შესახებ გვესაუბრება მეან-გინეკოლოგი სოფიო გელაშვილი.
- ქალბატონო სოფიო, რა არის ბაზალური ტემპერატურა და რა საჭიროა მისი გაზომვა?
- ბაზალური ტემპერატურის მიხედვით ხდება ოვულაციის სავარაუდო თარიღის გამოთვლა. ბაზალური ტემპერატურა ძირითადად სწორ ნაწლავში იზომება. ცნობილია, რომ მენსტრუალური ციკლი ფოლიკულური, ოვულატორული და ლუთეინური ფაზებისგან შედგება. ამ სამი ფაზის შესაბამისად იცვლება ორგანიზმში ჰორმონთა დონე. ჰორმონებთან ერთად იცვლება ბაზალური ტემპერატურაც. ბაზალური ტემპერატურის გაზომვით შეგვიძლია გავიგოთ: როგორ იზომება ბაზალური ტემპერატურა?
- ბაზალური ტემპერატურის გასაზომად საჭიროა ჩვეულებრივი (ვერცხლისწყლის ან ელექტრონული) თერმომეტრი. ვერცხლისწყლის თერმომეტრით ტემპერატურას ზომავენ 5 წუთის განმავლობაში, ელექტრონულს იღებენ სიგნალის შემდეგ. თერმომეტრი უნდა მოამზადოთ წინა საღამოს და საწოლთან დაიდოთ.
ტემპერატურა აუცილებლად ერთსა და იმავე დროს უნდა გაიზომოთ.არ ადგეთ, არ წამოჯდეთ, საწოლში აქტიურად არ იმოძრაოთ. მშვიდად აიღეთ თერმომეტრი და შეიყვანეთ უკანა ტანში. უძრავად იწექით 5 წუთის განმავლობაში. თერმომეტრი ამოიღეთ, ჩაიწერეთ მაჩვენებელი.
ბაზალური ტემპერატურის ნორმალური გრაფიკი დაახლოებით ასეთია:
ციკლის პირველი დღიდან მენსტრუაციის დასრულებამდე ბაზალური ტემპერატურა თანდათან იწევს დაახლოებით 37,0-დან 36,3-36,5 გრადუსამდე. ციკლის შუაში (შედარებით ხანგრძლივი ციკლის დროს) ბაზალური ტემპერატურა მერყეობს 36,3-36,6 გრადუსების ფარგლებში. მომდევნო მენსტრუაციის დაწყებამდე 2 კვირით ადრე მწიფდება კვერცხუჯრედი, რის გამოც ბაზალური ტემპერატურა სამი დღის განმავლობაში 37,1-37,3 გრადუსამდე იმატებს (ქალების უმრავლესობას ტემპერატურა აწევამდე 1-2 დღით ადრე ერთბაშად 0,1-0,2 გრადუსით უქვეითდება).
II ფაზაში ბაზალური ტემპერატურა 37,0-37,4 გრადუსის ფარგლებშია.მენსტრუაციის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე ბაზალური ტემპერატურა იწყებს დაქვეითებას და დაახლოებით 37,0 გრადუსს აღწევს.სხვაობა მეორე ნახევრის საშუალო ბაზალურ ტემპერატურასა და პირველი ნახევრის ბაზალური ტემპერატურის მაჩვენებლებს შორის 0,4-0,5 გრადუსზე ნაკლები არ უნდა იყოს. ვირუსული დაავადების დროს შედეგი მცდარია, ამიტომ ტემპერატურის კონტროლს აზრი არ აქვს. ბაზალურ ტემპერატურაზე ასევე გავლენას ახდენს სხეულის ტემპერატურის მატებით მიმდინარე ზოგადი დაავადება, სქესობრივი კონტაქტი საღამოს (მით უმეტეს, დილით), ალკოჰოლის მიღება, ბაზალური ტემპერატურის გაზომვა უჩვეულო დროს, გვიან დაძინება (მაგალითად, დაწექით 3 საათზე, ტემპერატურა კი 6-ზე გაიზომეთ), საძილე პრეპარატის მიღება, მძიმე ფიზიკური დატვირთვა, აქტიური სპორტით დაკავება. ეს გადახრები აუცილებლად უნდა მიეთითოს ფურცელზე.
- როგორ უნდა განისაზღვროს დაორსულებისთვის ხელსაყრელი დღეები?
- ბაზალური ტემპერატურის მეთოდით თუ ვიხელმძღვანელებთ, არც ისე დიდი უსაფრთხო პერიოდი დაგვრჩება. მაგალითად, 28-დღიანი ციკლის დროს მხოლოდ 10 დღეა უსაფრთხო. პროგესტერონის უკმარისობის დროს, რის განსაზღვრაც სპეციალური გამოკვლევებით არის შესაძლებელი, უსაფრთხო პერიოდი უფრო ხანმოკლეა. მეთოდი მოუხერხებელია იმითაც, რომ ტემპერატურის გაზომვა საჭიროა ყოველდღე, განსაკუთრებით - დაკვირვების დასაწყისში. 28 დღეზე ხანგრძლივი ან ხანმოკლე ციკლის შემთხვევაში შესაბამისად ხანგრძლივდება ან მოკლდება I ფაზა (ტემპერატურის მომატებამდე), ხოლო II ფაზა ნებისმიერ შემთხვევაში არ უნდა იყოს 12-14 დღეზე ნაკლები. დაორსულებისთვის ხელსაყრელი დღეების გამოსათვლელად აუცილებელია ბაზალური ტემერატურის გაზომვა არანაკლებ 3-4 ციკლის განმავლობაში.
იდეალური ციკლის შემთხვევაში ეს პერიოდი ამგვარად გამოითვლება:
იმ დღიდან, როდესაც ტემპერატურა გადაკვეთს 37,0 გრადუსის ნიშნულს, უნდა გადაითვალოთ 6 დღე უკან და 6 - წინ. 28-დღიანი ციკლის დროს ეს ციკლის მე-14 დღეს ემთხვევა (ამ დროს ხდება კვერცხუჯრედის მომწიფება), ციკლის 1-ელიდან მე-7 დღემდე და 21-ე დღიდან ციკლის დასრულებამდე კი შეგიძლიათ თავი არ დაიცვათ. გაითვალისწინეთ: თუ სხვადასხვა ციკლში 37,0-ის გადაკვეთა სხვადასხვა დღეს მოხდა, მაშინ სარისკო პერიოდის განსაზღვრისას 6 დღეს უკან ნაკლები მაჩვენებლიდან გადაითვლიან, ხოლო წინ - მეტიდან. იგივეა პრინციპი მოკლე ციკლის შემთხვევაში. მაგალითად, თუ ციკლი 21 დღე გრძელდება, მაშინ კვერცხუჯრედის მომწიფება უკვე მე-7 დღეს არის მოსალოდნელი. შესაბამისად, საშიშია მე-2-13 დღეები, თუ ოვულაციის დღე არ მოძრაობს.
- საიდან იჭრება ორგანიზმში ინფექცია?
- ინფექცია ეგზოგენურიც შეიძლება იყოს და ენდოგენურიც. პირველ შემთხვევაში ინფექცია იჭრება გარედან - საშოდან (გასინჯვის, სქესობრივი კავშირის დროს, სამედიცინო ინსტრუმენტების საშუალებით). მეორე შემთხვევაში ინფექცია სასქესო ორგანოებში ხვდება სხვა ორგანოებიდან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ხდება თვითდასნებოვნება. ამ პერიოდში ბევრი რამ არის დამოკიდებული ორგანიზმის იმუნური სისტემის მდგომარეობაზე. როდესაც იმუნური სისტემა ძლიერია, ინფექცია არ ვრცელდება, იმუნური სისტემის დასუსტებისას კი მიკრობები იოლად ერევიან ორგანიზმს და მშობიარობის შემდგომ დაავადებებს იწვევენ. მცირე მენჯის ღრუს ორგანოებს უმთავრესად ჩირქოვანი სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, ნაწლავის ჩხირი აინფიცირებს. თავდაპირველად მიკრობი საშვილოსნოს ყელზე, საშოზე ან შორისზე არსებული ნახეთქიდან საშვილოსნოს შიგნითა გარსში იჭრება. თუ ორგანიზმი დასუსტებულია, მკურნალობა არასწორად ჩატარდა ან თავად მიკრობია ძალზე ვირულენტური, ის პირველადი კერის გარეთაც ვრცელდება. ამის შედეგად ზიანდება საშვილოსნოს ღრმა შრეები, საშვილოსნოს ირგვლივ არსებული ქსოვილი, მენჯის ღრუს პერიტონეუმი, საშვილოსნოს, მენჯისა და ბარძაყის ვენები. მიკრობები მთელ ორგანიზმში მიმოიფანტება და ანთებითი პროცესი რთულდება სეფსისით.
ამრიგად, ინფექციის გავრცელების სქემა შეიძლება შემდეგნაირად წარმოვიდგინოთ:
პირველი ეტაპი - ინფექცია შემოიფარგლება სამშობიარო ჭრილობით (ენდომეტრიტი);
მეორე ეტაპი - ინფექცია ვრცელდება სამშობიარო ჭრილობის გარეთ, მაგრამ მაინც ლოკალიზებულია (მეტრიტი, პარამეტრიტი, შემოსაზღვრული თრომბოფლებიტი);
მესამე ეტაპი - ინფექცია განაგრძობს გავრცელებას (გავრცობილი პერიტონიტი, ინფექციურ-ტოქსიკური შოკი, პროგრესირებადი თრომბოფლებიტი);
მეოთხე ეტაპი - ინფექცია გენერალიზებულ სახეს იღებს (სეფსისი მეტასტაზების გარეშე და მეტასტაზებით).
ambebi.ge
No comments:
Post a Comment