სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2019 წლის საგაზაფხულო გაწვევა 1-ელი თებერვლიდან იწყება. ამის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობის დადგენილება გამოიცა.
საგაზაფხულო გაწვევა 29 ივნისამდე გაგრძელდება. თავდაცვის ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა 1700-ით განისაზღვრა, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა - 1309-ით; შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა 920-ით; საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში - 200-ით; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში - 341-ით.
სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაიწვევენ 18-დან 27 წლამდე მოქალაქეებს, რომლებსაც, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება.
სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის პროცესს კოორდინაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუწევს
imedinews.ge
No comments:
Post a Comment