კუბის დედაქალაქ ჰავანაში ძლიერი ტორნადოს შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა,172 კი- დაშავდა. ამ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
კუბის პრეზიდენტმა მიგელ დიას-კანელმა მთელ ქალაქში არსებული ავარიული ბრიგადები მოინახულა და Twitter-ზე დაწერა, რომ ტორნადოს მიერ კუნძულისთვის მიყენებული "ზარალი არის სერიოზული".
"ძლიერმა ქარმა დააზიანა შენობები და ჰავანის დაბლობ ადგილებში წყალდიდობა გამოიწვია," - ნათქვამია კუბის მთავრობის განცხადებაში, რომლის თანახმადაც განსაკუთრებით კუნძულის რამდენიმე პროვინცია დაზიანდა. სააგენტო France Press-ის ინფორმაციით ქარის სიჩქარე საათში 62 მილს შეადგენდა.
"კუბის მეტეოროლოგიის ინსტიტუტი ტორნადოს მიერ მიყენებულ ზარალსა და მომავალი რამდენიმე საათის განმავლობაში შტორმის ინტენსივობას შეფასებს,"- ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
კუნძულ კუბას ქარიშხლები და ატლანტიკური წვიმები ზიანს პერიოდულად აყენებს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment