Pages

Monday, January 28, 2019

რა უამბო ბრიტანულ მედიას ჯეკ შეფერდის მეგობარმა ქართველმა გოგონამ: "შოკირებული ვიყავი, თავადაც ტიროდა"

ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი ჯეკ შე­ფერ­დის ქარ­თვე­ლი მე­გობ­რის შე­სა­ხებ წე­რენ - The Sun-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყო­ფი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი, 24 წლის მა­ი­კო ჭან­ტუ­რი­ძე შო­კი­რე­ბუ­ლი იყო, რო­დე­საც შე­ი­ტყო, რომ შე­ფერდს მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ბრალ­დე­ბით ინ­ტერ­პო­ლი ეძებ­და.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ჭან­ტუ­რი­ძის თქმით, შე­ფერდმა პო­ლი­ცი­ა­ში მის­ვლამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე და­უ­რე­კა.
"მი­თხრა, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ უნდა ეთ­ქვა. სი­ტყვე­ბის პოვ­ნა უჭირ­და, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ მო­მიყ­ვა, რომ იყო ინ­ცი­დენ­ტის მო­ნა­წი­ლე, რომ­ლის დრო­საც გო­გო­ნა და­ი­ღუ­პა, მას კი ინ­ტერ­პო­ლი ეძებ­და. ასე­ვე, აღ­ნიშ­ნა, რომ აპი­რებ­და პო­ლი­ცი­ა­ში გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი­ყო, რად­გან აღარ სურ­და, მას­ზე ცხო­ვე­ლის მსგავ­სად ენა­დი­რათ.

შო­კი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, თა­ვა­დაც ტი­რო­და..." - ამ­ბობს ჭან­ტუ­რი­ძე The Sun-თან ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში.
შე­ფერ­დი ქარ­თველ გო­გო­ნას­თან სა­უბ­რის დროს ამ­ტკი­ცებ­და, რომ 24 წლის შარ­ლო­ტა ბრა­უ­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა მისი ბრა­ლი არ ყო­ფი­ლა.
ჭან­ტუ­რი­ძის თქმით, ბრი­ტა­ნე­ლი მა­მა­კა­ცი პარკში გა­იც­ნო, რო­დე­საც გო­გო­ნა ძაღლს, ლუ­სის ასე­ირ­ნებ­და. ის ჰყვე­ბა, რომ მოგ­ვი­ა­ნე­ბით მა­მა­კა­ცი დას და მე­გობ­რებ­საც გა­აც­ნო, ხში­რად და­დი­ოდ­ნენ ერ­თად ბა­რებ­სა და რეს­ტორ­ნებ­ში.
"ჩვენ შო­რის ძა­ლი­ან ახლო მე­გობ­რო­ბა ჩა­მო­ყა­ლიბ­და, თუმ­ცა ურ­თი­ერ­თო­ბა ამა­ზე შორს არ წა­სუ­ლა," - ამ­ბობს ჭან­ტუ­რი­ძე.
31 წლის ჯეკ შე­ფერ­დი სა­კუ­თარ კა­ტერს ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მარ­თავ­და, სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბის გამო კა­ტე­რი გა­დაბ­რუნ­და, რა­საც 24 წლის შარ­ლო­ტა ბრა­უ­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. მა­მა­კაც­მა გო­გო­ნას დახ­მა­რე­ბა არც სცა­და, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი კი შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნა. შემ­თხვე­ვა 2015 წლის დე­კემ­ბერ­ში მოხ­და, შე­ფერ­დი კი 2018 წლის ივ­ლის­ში სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე გა­უ­ჩი­ნარ­და და მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცოდ­ნენ. 23 იან­ვარს ის ად­ვო­კა­ტებ­თან ერ­თად პო­ლი­ცი­ა­ში გა­მო­ცხად­და.
"ქარ­თვე­ლი და ბრი­ტა­ნე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბით ჯ.ს.შ.-ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო არ­ხე­ბით ძებ­ნა მიმ­დი­ნა­რე წლის 12 იან­ვრი­დან გა­მო­ცხად­და. 31 წლის ბრი­ტა­ნე­ლი ლონ­დო­ნის ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი სა­სა­მარ­თლოს მიერ ცნო­ბი­ლი იქნა დამ­ნა­შა­ვედ ერთი პი­რის გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის გამო და 6 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. შემ­თხვე­ვა 2015 წლის 8 დე­კემ­ბერს მოხ­და.
ამ­ჟა­მად, და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რის მი­მართ მიმ­დი­ნა­რე­ობს კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი წი­ნა­სა­ექ­სტრა­დი­ციო პრო­ცე­დუ­რე­ბი“, - ნათ­ქვა­მია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment