Pages

Monday, January 21, 2019

5 პრობლემა, რომელსაც საზღვარგარეთ მოგზაურობისას შეიძლება წააწყდეთ და მათი მოგვარების გზები

სა­ზღვარ­გა­რეთ მოგ­ზა­უ­რო­ბა დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბა­სა და პო­ზი­ტი­ურ ემო­ცი­ებ­თან ერ­თად, შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­ულ გა­მოწ­ვე­ვებ­სა და სირ­თუ­ლე­ებ­თან იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. უბ­რა­ლოდ, ამ დროს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ყვე­ლა­ფე­რი ისე და­გეგ­მოთ და გა­ა­კე­თოთ, რომ დაბ­რკო­ლე­ბებ­მა სა­სი­ა­მოვ­ნო შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი არ გა­და­ფა­როს. ნე­ბის­მი­ე­რი სირ­თუ­ლის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ეცა­დეთ მას პო­ზი­ტი­უ­რი მხრი­დან შე­ხე­დოთ და ცუდ­შიც კი კარ­გი და­ი­ნა­ხოთ. თუმ­ცა უმ­ჯო­ბე­სია, წი­ნას­წარ და­ფიქ­რდეთ, თუ რა გა­მოწ­ვე­ვას შე­იძ­ლე­ბა წა­ა­წყდეთ მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს და მათი მოგ­ვა­რე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზე­ბიც მო­ფიქ­რე­ბუ­ლი გქონ­დეთ.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ენის ბა­რი­ე­რი
ცო­ტა­ო­დე­ნი ინ­გლი­სუ­რით ბევრ ქვე­ყა­ნა­ში შეძ­ლებთ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დამ­ყა­რე­ბას. მაგ­რამ არის ქა­ლა­ქე­ბი, სა­დაც მას­პინ­ძლებს ინ­გლი­სუ­რად სა­უ­ბა­რი უბ­რა­ლოდ არ სურთ და უნ­დათ, ტუ­რის­ტე­ბი მათ მშობ­ლი­ურ ენა­ზე ეკონ­ტაქ­ტონ. ამ შემ­თხვე­ვა­ში უმ­ჯო­ბე­სია, წი­ნას­წარ რამ­დე­ნი­მე სი­ტყვა და ფრა­ზა ის­წავ­ლოთ, შე­ი­ძი­ნოთ სა­სა­უბ­რო ლექ­სი­კო­ნი და მო­ემ­ზა­დოთ ადა­მი­ა­ნებ­თან მათ­სა­ვე ენა­ზე სა­სა­უბ­როდ. ამით ად­გი­ლობ­რი­ვებ­ზე და­დე­ბით შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას მო­ახ­დენთ და შე­იძ­ლე­ბა იმა­ზე მე­ტა­დაც და­გეხ­მა­რონ, ვიდ­რე თქვენ ელო­დით.ად­გი­ლობ­რი­ვი წე­სე­ბი და ტრა­დი­ცი­ე­ბი
უცხო ქვე­ყა­ნა­ში სა­მოგ­ზა­უ­როდ წას­ვლამ­დე, კარ­გად გა­ე­ცა­ნით მათ წე­სებ­სა და ტრა­დი­ცი­ებს. მა­გა­ლი­თად, აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც ქა­ლე­ბი ჩადრს ატა­რე­ბენ, ზო­გან ჩად­რის ტა­რე­ბა სას­ტუმ­რო­შიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ზო­გან კი - მხო­ლოდ ქუ­ჩა­ში. ირან­ში ჩად­რის სას­ტუმ­რო­ში მოხ­სნის შემ­თხვე­ვა­ში თქვენ შე­იძ­ლე­ბა, და­ჯა­რიმ­დეთ. ამი­ტომ კარ­გად გა­ე­ცა­ნით ყვე­ლა წეს­სა და ტრა­დი­ცი­ას. ასე­ვე გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ მათი ეროვ­ნუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლე­ბი და დას­ვე­ნე­ბის დღე­ე­ბი
ინ­ტერ­ნე­ტი
დღეს­დღე­ო­ბით მოგ­ზა­უ­რო­ბა ინ­ტერ­ნე­ტის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გენ­ლია. უცხო გა­რე­მო­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია წვდო­მა სხა­დას­ხვა სა­ჭი­რო პლატ­ფორ­მას­თან, აპ­ლი­კა­ცი­ა­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­თან. ამი­ტომ ნუ იქ­ნე­ბით wifi-ის იმედ­ზე. ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ამ სერ­ვი­სით სარ­გებ­ლო­ბა არც ისე მარ­ტი­ვია, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ქუ­ჩა­ში ყოფ­ნი­სას, სა­დაც ის უბ­რა­ლოდ არ არის ხოლ­მე. მო­ბი­ლუ­რი ინ­ტერ­ნე­ტის მო­სა­პო­ვებ­ლად მო­გი­წევთ გა­არ­კვი­ოთ, სად შეძ­ლებთ ად­გი­ლობ­რი­ვი სიმ ბა­რა­თის შე­ძე­ნას. თუმ­ცა თუ უფრო ხელ­მი­საწ­ვდომ და კომ­ფორ­ტულ გზას ანი­ჭებთ უპი­რა­ტე­სო­ბას, მა­შინ „ბი­ლა­ი­ნის“ რო­უ­მინგს გირ­ჩევთ. ის ავ­ტო­მა­ტუ­რად ირ­თვე­ბა სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თის­თა­ნა­ვე და რო­უ­მინ­გის მომ­სა­ხუ­რე­ბას ყვე­ლა­ზე და­ბალ ფა­სად გთა­ვა­ზობთ.წი­ნას­წა­რი ჯავ­შა­ნი
შე­იძ­ლე­ბა ფიქ­რობთ, რომ ამა თუ იმ ქვე­ყა­ნა­ში აქ­ტი­ურ სე­ზონ­ზე არ მი­დი­ხართ და სას­ტუმ­როს ან გა­სარ­თობ-შე­მეც­ნე­ბი­თი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის და­ჯავ­შნა წი­ნას­წარ აუ­ცი­ლე­ბე­ლი არაა. პრობ­ლე­მე­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბის მიზ­ნით აუ­ცი­ლებ­ლად წი­ნას­წარ და­ჯავ­შნეთ ყვე­ლა­ფე­რი, მათ შო­რის მუ­ზე­უ­მე­ბიც, რომ­ლის სტუმ­რო­ბა­საც გეგ­მავთ. ასე თქვენ და­ზო­გავთ დრო­საც, ფულ­საც და ენერ­გი­ა­საც.უსაფრ­თხო­ე­ბა
მცი­რე თაღ­ლი­თო­ბე­ბი არა­ვის­თვის უცხო არაა, რად­გან ხში­რად გვეს­მის, რომ, მა­გა­ლი­თად, ტაქსმა ტურ­სი­ტებს სამ­ჯერ მეტი გა­მო­არ­თვა ან რეს­ტო­რან­ში მო­მა­ტე­ბუ­ლი თან­ხა გა­და­ახ­დე­ვი­ნეს. ეს შე­იძ­ლე­ბა მარ­თლაც მოხ­დეს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, მსოფ­ლი­ოს რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბით. ამი­ტომ წი­ნას­წარ კარ­გად გა­არ­კვი­ეთ კონ­კრე­ტუ­ლი სერ­ვი­სის ან დახ­მა­რე­ბის შე­მო­თა­ვა­ზე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­ნაც­ვლოდ რას გთხო­ვენ. ამით მო­უ­ლოდ­ნე­ლი ხარ­ჯე­ბის­გან და­ი­ზღვევთ თავს
ambebi.ge

No comments:

Post a Comment