საზღვარგარეთ მოგზაურობა დიდ სიამოვნებასა და პოზიტიურ ემოციებთან ერთად, შეიძლება გარკვეულ გამოწვევებსა და სირთულეებთან იყოს დაკავშირებული. უბრალოდ, ამ დროს მნიშვნელოვანია, ყველაფერი ისე დაგეგმოთ და გააკეთოთ, რომ დაბრკოლებებმა სასიამოვნო შთაბეჭდილებები არ გადაფაროს. ნებისმიერი სირთულის აღმოჩენის შემთხვევაში, ეცადეთ მას პოზიტიური მხრიდან შეხედოთ და ცუდშიც კი კარგი დაინახოთ. თუმცა უმჯობესია, წინასწარ დაფიქრდეთ, თუ რა გამოწვევას შეიძლება წააწყდეთ მოგზაურობის დროს და მათი მოგვარების ალტერნატიული გზებიც მოფიქრებული გქონდეთ.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ენის ბარიერი
ცოტაოდენი ინგლისურით ბევრ ქვეყანაში შეძლებთ კომუნიკაციის დამყარებას. მაგრამ არის ქალაქები, სადაც მასპინძლებს ინგლისურად საუბარი უბრალოდ არ სურთ და უნდათ, ტურისტები მათ მშობლიურ ენაზე ეკონტაქტონ. ამ შემთხვევაში უმჯობესია, წინასწარ რამდენიმე სიტყვა და ფრაზა ისწავლოთ, შეიძინოთ სასაუბრო ლექსიკონი და მოემზადოთ ადამიანებთან მათსავე ენაზე სასაუბროდ. ამით ადგილობრივებზე დადებით შთაბეჭდილებას მოახდენთ და შეიძლება იმაზე მეტადაც დაგეხმარონ, ვიდრე თქვენ ელოდით.ადგილობრივი წესები და ტრადიციები
უცხო ქვეყანაში სამოგზაუროდ წასვლამდე, კარგად გაეცანით მათ წესებსა და ტრადიციებს. მაგალითად, აღმოსავლეთის ქვეყნებში, სადაც ქალები ჩადრს ატარებენ, ზოგან ჩადრის ტარება სასტუმროშიც აუცილებელია, ზოგან კი - მხოლოდ ქუჩაში. ირანში ჩადრის სასტუმროში მოხსნის შემთხვევაში თქვენ შეიძლება, დაჯარიმდეთ. ამიტომ კარგად გაეცანით ყველა წესსა და ტრადიციას. ასევე გაითვალისწინეთ მათი ეროვნული დღესასწაულები და დასვენების დღეები
ინტერნეტი
დღესდღეობით მოგზაურობა ინტერნეტის გარეშე წარმოუდგენლია. უცხო გარემოში მნიშვნელოვანია წვდომა სხადასხვა საჭირო პლატფორმასთან, აპლიკაციასა და სოციალურ ქსელთან. ამიტომ ნუ იქნებით wifi-ის იმედზე. ბევრ ქვეყანაში ამ სერვისით სარგებლობა არც ისე მარტივია, განსაკუთრებით კი ქუჩაში ყოფნისას, სადაც ის უბრალოდ არ არის ხოლმე. მობილური ინტერნეტის მოსაპოვებლად მოგიწევთ გაარკვიოთ, სად შეძლებთ ადგილობრივი სიმ ბარათის შეძენას. თუმცა თუ უფრო ხელმისაწვდომ და კომფორტულ გზას ანიჭებთ უპირატესობას, მაშინ „ბილაინის“ როუმინგს გირჩევთ. ის ავტომატურად ირთვება საზღვრის გადაკვეთისთანავე და როუმინგის მომსახურებას ყველაზე დაბალ ფასად გთავაზობთ.წინასწარი ჯავშანი
შეიძლება ფიქრობთ, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში აქტიურ სეზონზე არ მიდიხართ და სასტუმროს ან გასართობ-შემეცნებითი დაწესებულებების დაჯავშნა წინასწარ აუცილებელი არაა. პრობლემების თავიდან არიდების მიზნით აუცილებლად წინასწარ დაჯავშნეთ ყველაფერი, მათ შორის მუზეუმებიც, რომლის სტუმრობასაც გეგმავთ. ასე თქვენ დაზოგავთ დროსაც, ფულსაც და ენერგიასაც.უსაფრთხოება
მცირე თაღლითობები არავისთვის უცხო არაა, რადგან ხშირად გვესმის, რომ, მაგალითად, ტაქსმა ტურსიტებს სამჯერ მეტი გამოართვა ან რესტორანში მომატებული თანხა გადაახდევინეს. ეს შეიძლება მართლაც მოხდეს, მიუხედავად იმისა, მსოფლიოს რომელ ქვეყანაში იმყოფებით. ამიტომ წინასწარ კარგად გაარკვიეთ კონკრეტული სერვისის ან დახმარების შემოთავაზების შემთხვევაში სანაცვლოდ რას გთხოვენ. ამით მოულოდნელი ხარჯებისგან დაიზღვევთ თავს
ambebi.ge
No comments:
Post a Comment