Amazon-მა უპილოტო რობოტი Scout-ი წარადგინა, რომლის მიზანიც მომხმარებელთან შეკვეთის მიტანაა. ამის შესახებ CNBC წერს.
მოწყობილობა პატარა მაცივრით არის აღჭურვილი. „სკაუტი“ საფეხმავლო ბილიკზე გადაადგილდება.
„რობოტი წინასწარი მითითებულ მარშრუტს მიჰყვება. გართულებების თავიდან ასარიდებლად თავდაპირველად Scout-ის გადაადგილებას კომპანიის თანამშრომელი დააკვირდება“, - ნათქვამია Amazon-ის განცხადებაში.
სფეროს სპეციალისტების განმარტებით, უახლესი გამოგონება Amazon-ის ლოჯისტიკის ზრდაზე მიუთითებს.
პირველ ეტაპზე ონლაინ სავაჭრო პლატფორმამ სიეტლში ექვსი „სკაუტი“ უკვე გაუშვა
imedinews.ge
No comments:
Post a Comment