აშშ-ს რამდენიმე ქალაქი პოლარული ყინვის გამო პარალიზებულია. BBC-ს ინფორმაციით, უამინდობამ სულ მცირე 7 ადამიანი იმსხვერპლა.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ტემპერატურა ჩიკაგოში -30 გრადუსია - უფრო დაბალი, ვიდრე ანტარქტიკის ბევრ ნაწილში. კიდევ უფრო მეტად ცივა ჩრდილოეთ დაკოტაში, სადაც ჰაერის ტემპერატურა -37 გრადუსამდე დაეცა.
ჩიკაგოსთვის, რომელიც აშშ-ში სიდიდით მესამე ქალაქია, სიცივე უცხო არ არის, თუმცა ამჯერად ყინვა რეკორდულია. ქალაქის ორ მთავარ აეროპორტში 1500-ზე მეტი ფრენა გაუქმდა, შეწყდა მატარებლების მიმოსვლაც.ჩიკაგოს მერი, რამ ემანუელი მოუწოდებს მოსახლეობას, მაქსიმალურად შეეცადონ, არ გავიდნენ გარეთ. ქალაქში ათეულობით „გასათბობი ცენტრი“ ფუნქციონირებს, სადაც თავს 80 000-მდე ადამიანი აფარებს.
დაკეტილია მუზეუმები, ზოოპარკი, კაფეების და მაღაზიების დიდი ნაწილი.
აიოვაში გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები მოსახლეობას აფრთხილებენ, გარეთ ყოფნის დროს ეცადონ ღრმად არ ჩაისუნთქონ და ნაკლები ილაპარაკონ. ფერმერები კი ცდილობენ, საქონელი და ფრინველი გადაარჩინონ და მათთვის იგლუებს აშენებენ.
ოფიციალური პირები სთხოვენ მოსახლეობას, შენობის გარეთ 10 წუთზე მეტი ხნით ნუ გაჩერდებიან.
ambebi.ge
No comments:
Post a Comment