Wednesday, January 30, 2019

აშშ-ს რამდენიმე შტატი "ანტარქტიდად გადაიქცა" - გაყინული ქალაქების დაუჯერებელი ფოტოები

აშშ-ს რამ­დე­ნი­მე ქა­ლა­ქი პო­ლა­რუ­ლი ყინ­ვის გამო პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლია. BBC-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, უა­მინ­დო­ბამ სულ მცი­რე 7 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ტემ­პე­რა­ტუ­რა ჩი­კა­გო­ში -30 გრა­დუ­სია - უფრო და­ბა­ლი, ვიდ­რე ან­ტარ­ქტი­კის ბევრ ნა­წილ­ში. კი­დევ უფრო მე­ტად ცივა ჩრდი­ლო­ეთ და­კო­ტა­ში, სა­დაც ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა -37 გრა­დუ­სამ­დე და­ე­ცა.
ჩი­კა­გოს­თვის, რო­მე­ლიც აშშ-ში სი­დი­დით მე­სა­მე ქა­ლა­ქია, სი­ცი­ვე უცხო არ არის, თუმ­ცა ამ­ჯე­რად ყინ­ვა რე­კორ­დუ­ლია. ქა­ლა­ქის ორ მთა­ვარ აე­რო­პორ­ტში 1500-ზე მეტი ფრე­ნა გა­უქ­მდა, შე­წყდა მა­ტა­რებ­ლე­ბის მი­მოს­ვლაც.ჩი­კა­გოს მერი, რამ ემა­ნუ­ე­ლი მო­უ­წო­დებს მო­სახ­ლე­ო­ბას, მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ე­ცა­დონ, არ გა­ვიდ­ნენ გა­რეთ. ქა­ლაქ­ში ათე­უ­ლო­ბით „გა­სათ­ბო­ბი ცენ­ტრი“ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, სა­დაც თავს 80 000-მდე ადა­მი­ა­ნი აფა­რებს.


და­კე­ტი­ლია მუ­ზე­უ­მე­ბი, ზო­ო­პარ­კი, კა­ფე­ე­ბის და მა­ღა­ზი­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი.
აი­ო­ვა­ში გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბას აფრ­თხი­ლე­ბენ, გა­რეთ ყოფ­ნის დროს ეცა­დონ ღრმად არ ჩა­ი­სუნ­თქონ და ნაკ­ლე­ბი ილა­პა­რა­კონ. ფერ­მე­რე­ბი კი ცდი­ლო­ბენ, სა­ქო­ნე­ლი და ფრინ­ვე­ლი გა­და­არ­ჩი­ნონ და მათ­თვის იგ­ლუ­ებს აშე­ნე­ბენ.
ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი სთხო­ვენ მო­სახ­ლე­ო­ბას, შე­ნო­ბის გა­რეთ 10 წუთ­ზე მეტი ხნით ნუ გა­ჩერ­დე­ბი­ან.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment