როგორც ერთ-ერთი ტურისტი სოციალურ ქსელში წერს, ქართულმა პოლიციამ მის ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ინფორმაციას შსს ადასტურებს.
„ველოსიპედები ერთ-ერთ სოფელში, თბილისიდან 100 კილომეტრში, საქართველო-სომხეთის საზღვართან აღმოაჩინეს. მათ დამიბრუნეს ველოსიპედი და ჩემი რწმენა კაცობრიობაში“, - წერს ნიკოლი
მისივე თქმით, პოლიციელებმა განაცხადეს, რომ ეს მათი ღირსების საქმე იყო. „საქართველო, მიყვარხარ. ეს სხვაგან რომ მომხდარიყო, არ მგონია, რომ ასეთი შედეგით დამთავრებულიყო“, – ამბობს ტურისტი.
ველომოგზაურებს ველოსიპედები 19 იანვარს მოჰპარეს. ნიკოლი ამბობს, ამის შემდეგ განსაკუთრებული მხარდაჭერა და დახმარების სურვილი იგრძნო.
შსს-ს ცნობით, დანაშაულის ჩამდენი პირი დადგენილია და უახლოეს დღეებში დააკავებენ
imedinews.ge
No comments:
Post a Comment