Pages

Friday, January 25, 2019

აშშ-ში სამუშაო ადგილების მეოთხედი შესაძლოა რობოტებმა დაიკავონ

ამერიკის შეერთებული შტატებში სამუშაო ადგილების მეოთხედი შესაძლოა რობოტებმა დაიკავონ. ასეთი პროგნოზია გამოთქმული ვაშინგტონის ბრუკლინის ინსტიტუტის ანგარიშში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაახლოებით 36 მილიონი ამერიკელი ასრულებს სამუშაოს, რომელსაც აქვს ავტომატიზაციისკენ მიდრეკილების მაღალი ხარისხი. ეს ნიშნავს, რომ მათი ფუნქციური ამოცანების 70 პროცენტი შესაძლოა უახლოეს მომავალში მანქანებმა შეასრულონ. მათ რიგებში, ანგარიშის ავტორების შეფასებით არიან მზარეულები, ოფიციანტები და საზოგადოებრივი კვების სფეროს სხვა თანამშრომლები, სატვირთოების მძღოლები და ოფისში დასაქმებული პირები.
ანგარიშის ავტორები ვარაუდობენ, რომ ახალმა მიღწევებმა ხელოვნური ინტელექტის სფეროში შესაძლოა მკვეთრად გაზარდოს რობოტების გამოყენება
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment