მოდელმა თამთა შედანიამ საკუთარ შემოსავალს გემო მცირე ასაკშივე გაუგო: 14 წლის გოგონა სოლიდურ ჰონორარებს იღებდა, რითიც უცხოეთშიც კომფორტულად ცხოვრობდა და საქართველოში ოჯახსაც არჩენდა... მოდელს ცხოვრებაში სირთულეებიც შეჰქმნია. მოდელობა ერთადერთი საქმე არ ყოფილა, რითიც თამთა შედანია თავს ირჩენდა...
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
- სამოდელო კარიერა 14 წლისამ დავიწყე - კონტრაქტით საფრანგეთში გავემგზავრე. შემდეგ საფრანგეთის სააგენტომ მსოფლიოს წამყვან სააგენტოებში გამიშვა - 3-4-თვიანი კონტრაქტებით ნახევარი მსოფლიო მოვიარე. არ ყოფილა შემთხვევა, რომ რომელიმე ქვეყანაში საკუთარი ხარჯები ვერ დამეფარა. ალბათ, იმ პერიოდში, სამოდელო ბაზარზე მომგებიანი გარეგნობა მქონდა. ჩემი კარიერა წარმატებით განვითარდა. საქართველოში 1 კვირით ჩამოვდიოდი, შემდეგ ისევ საზღვარგარეთ მივემგზავრებოდი. ჰონკონგში არსებულ სააგენტოს ძალიან მოვწონდი და გადავწყვიტე, ყოველ 3 თვეში ერთხელ სამუშაო ლოკაცია აღარ შემეცვალა. მუშაობის პარალელურად, ჰონკონგში ბრიტანულ აკადემიაში ვსწავლობდი. 20 წლის ვიყავი, როცა საქართველოში დავბრუნდი. მაშინ ია კიწმარიშვილმა "მის საქართველოს" კონკურსში მონაწილეობა შემომთავაზა და დავთანხმდი - საქართველოში ჩემი კარიერა აქედან დაიწყო.
2012 წელს "მის სამყაროზე" გავემგზავრე... საქართველოში ყოფნისას, როცა საერთაშორისო კონკურსებისთვის ვემზადებოდი, 1 წელი სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ღვინის ეროვნულ სააგენტოში ვმუშაობდი (უცხოეთში პიარის შემსწავლელი კურსები გავიარე). შემდეგ ამ სამსახურიდან წამოვედი, რადგან "მის სამყაროზე" გამგზავრება მომიხდა. კონკურსზე დიდ წარმატებას ვერ მივაღწიე - მხოლოდ "ტოპ მოდელის" ტიტული "ავიღე". ჩემი აზრით, სხვა ქვეყნის წარმომადგენელი რომ ვყოფილიყავი, ალბათ, ათეულში მოხვედრის შანსი მექნებოდა. 2013 წელს "მის საქართველოს" კონკურსი არ ჩატარებულა, ამიტომ "მისობა" 2 წლის განმავლობაში მომიხდა და "მის მსოფლიოზე" გავემგზავრე. იქიდან დაბრუნების შემდეგ გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. წელიწად-ნახევარი ტაიმ-აუტი ავიღე - ბავშვზე ვზრუნავდი. მია წლის და 3 თვის იყო, როცა უკვე შემეძლო დედისთვის ან ოჯახის სხვა წევრისთვის დამეტოვებინა. სწორედ იმ პერიოდში, ია კიწმარიშვილთან კონტრაქტის ვადა დასრულდა და დამოუკიდებელი მოდელი გავხდი. უცხოეთის სააგენტოებთან ძველი კონტაქტები აღვადგინე და 3-4 თვით გამგზავრება დავიწყე. ისე მოხდა, რომ ოჯახი დამენგრა - მარტოხელა დედა ვიყავი. შვილისა და საკუთარი თავის უზრუნველყოფა თავად მიწევდა. ყოველ სამ თვეში ერთხელ მივემგზავრებოდი შანხაიში, ჰონკონგში, ამერიკაში, დავდიოდი იტალიაში "ფეშენ ვიკზე"...როცა მივხვდი, ბავშვი უკვე აანალიზებდა, რომ დედა მის გვერდით არ იყო და ვენატრებოდი, სამოდელო კარიერა ვეღარ გავაგრძელე - შვილს დიდი ხნით ვეღარ ვტოვებდი. საქართველოში დავრჩი და მუშაობა ერთ-ერთ კლინიკაში დავიწყე (მიმღებში და პიარის მიმართულებით. ორმაგ სამსახურს დავთანხმდი, რომ მეტი შემოსავალი მქონოდა). აქ მოდის სფერო ისეთი განვითარებული არ არის, რომ მხოლოდ მოდელობით დავკავდე. თვეში 2-3 გადაღება მაქვს, მაგრამ მხოლოდ ამ საქმეს ვერ დავეყრდნობი... კლინიკიდან წამოსვლის შემდეგ, 3-თვიანი პროექტით ვიყავი დაკავებული.
არ შემიძლია მუშაობა იქ,
სადაც დილიდან საღამომდე ჩაკეტილ სივრცეში, კომპიუტერთან უნდა ვიჯდე. ამიტომ სულ ისეთი სამსახურის მოძებნას ვცდილობ, რომ თავი კომფორტულად ვიგრძნო. უცხოეთში Beauty Make Up-ის კურსებიც გავიარე, რადგან ხატვა მეხერხება. ვიზაჟისტის პროფესიას არ ვიყენებდი - მხოლოდ თავად თუ გავიკეთებდი მაკიაჟს ან ახლობლებს დავეხმარებოდი. რაკი ისეთი სიტუაცია შემექმნა, რომ უცხოეთში ვეღარ მივდიოდი, გადავწყვიტე, ხალხისთვის საკუთარი თავი ფრთხილად გამეცნო, როგორც ვიზაჟისტს. ამ სფეროში მუშაობის "სტარტაპი" ერთ-ერთ სალონში ავიღე. შემდეგ ესპანურმა ბრენდმა საქართველოში პირადი ვიზაჟისტობა შემომთავაზა და ახლა ამ საქმით ვარ დაკავებული, თან ვცდილობ, რაღაც ახალი გავაკეთო. გეგმებს ვაყალიბებ, რომ მომავალში შემოსავლის ახალი წყარო მქონდეს. როდესაც 14 წლისას საკუთარი შემოსავალი გაქვს (აქ 100-200 ლარზე არაა საუბარი - საზღვარგარეთ კომფორტულად ვცხოვრობდი და საქართველოში ოჯახს ვარჩენდი), ამას ეჩვევი და მოტივაციას გიჩენს. თან, მარტოხელა დედა ვარ და სულ აქტიური მუშაობა მიწევს.მატერიალური დამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ, ოდესმე კრიზისული პერიოდი გქონია?
- კი. იმ პერიოდს გავიხსენებ, როდესაც მია გავაჩინე. გარკვეული დრო მჭირდებოდა, რომ ისევ ფორმაში ჩავმდგარიყავი და მომავლის გეგმები დამესახა. რა თქმა უნდა, ისეთ ფორმაში ვიყავი, რომ საქართველოში გადაღებებში მონაწილეობა მიმეღო, მაგრამ აქ თითო გადაღებაზე 100-200 ლარზეა საუბარი, ეს კი ბავშვის აღსაზრდელად, ოჯახის სარჩენად საკმარისი არ არის. ამიტომ ის პერიოდი ცუდად მახსენდება. გარკვეული მიზეზების გამო, ჩემი ყოფილი ქმრის ოჯახიდან არანაირი ფინანსური დახმარება არ მიმიღია, ამიტომ ორმაგად დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა. ახლობლები, ნათესავები მხარში ამომიდგნენ, რომ ის პერიოდი გადამეგორებინა. ღვთის წყალობით, ახლა ყველაფერი კარგად არის და ბედნიერი ვარ. ადამიანის ცხოვრებაში ისეთი სირთულე არ არსებობს, რომელსაც ბედნიერი წუთები არ მოჰყვება, ამიტომ ასეთ პრობლემებს დიდ ტრაგედიად არ აღვიქვამ. არ ვფიქრობ, რომ ფული ბედნიერებისთვის მნიშვნელოვანია. სწორედ ეს მეხმარება, რომ სულ მოტივირებული, კარგ ხასიათზე ვიყო.
მუშაობის დასაწყებად "სივის" გაგზავნა დაგჭირვებია?
- როგორ არა! ძალიან კარგი ინტუიცია მაქვს: სხვა ადამიანი ჩემ შესახებ რას ფიქრობს, სიტყვების მიღმა რა განზრახვა აქვს, კარგად ვხვდები. ამიტომ როდესაც გასაუბრებაზე მივდიოდი, სულ ვგრძნობდი: იქ მუშაობა რომ დამეწყო, სამსახურში დისკომფორტი შემექმნებოდა (კონკრეტულ მიზეზებს არ დავასახელებ). ამიტომ ზოგჯერ "სივის" გაგზავნას და ინტერვიუს უიმედოდ ჩაუვლია. "სივის" აღარსად ვგზავნი. ვცდილობ, თავად მოვიფიქრო, რა გავაკეთო. როცა სხვის დაქვემდებარებაში მუშაობ, რაღაცების გათვალისწინება მაინც გიწევს, ამიტომ დამოუკიდებლად მუშაობა მირჩევნია..
ambebi.ge
ამ ბლოგს ახლახან მივყვები და დღეს ვგრძნობდი, რომ ჩემი ამბავი უნდა გამეზიარებინა, რადგან მეც მსხვერპლი ვიყავი. მას შემდეგ, რაც შვიდი წლის განმავლობაში ვიყავი მასთან, მან გაწყვიტა ჩემთან ერთად, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მას დავბრუნებულიყავი, მაგრამ ეს ყველაფერი უშედეგოდ იყო, მე ასე მინდოდა მისთვის, იმ სიყვარულის გამო, რომელიც მე მასში მაქვს, ყველაფერში ვთხოვე, დავპირდი, მაგრამ მან უარი თქვა. მე ავუხსენი პრობლემა დედაჩემს და მან შემოგვთავაზა მე დამიკავშირდეს მართლწერის წოდება დრიგბინოვია, რომელიც მეხმარებოდა ჯადოქრობაში რომ გამეყვანა, მაგრამ ის არასდროს მჯეროდა მართლწერის, მე სხვა არჩევანი არ მქონდა, რომ შევეცდები შელოცვა, და მან განუცხადა მე აღარ უნდა ინერვიულო, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ ჩემი ყოფილი დაბრუნებულიყო, მან მეორე დღეს გასაკვირი გასროლით ჯოხი შეაგდო ჩემს სახელით, ეს იყო საღამოს 4:00 საათზე. ჩემმა ყოფილმა დამირეკა, მე ძალიან გამიკვირდა, მე ვუპასუხე ზარს და ყველა მან თქვა, რომ ბოდიში იყო ყველაფრისთვის, რაც მომხდარა, რომ მინდოდა უკან დაბრუნებულიყო, რომ ძალიან მიყვარდა. მე ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ეს მუშაობს ჩემთვის, ასე რომ, ჩვენ თავიდან ბედნიერად დავიწყეთ ცხოვრება. მას შემდეგ მე დავპირდი, რომ ყველას, ვისაც ვიცნობ, აქვს ურთიერთობის პრობლემა, მე ვეხმარებოდი ასეთ ადამიანს, მხოლოდ ნამდვილ და ძლიერ ჯადოქარს მივმართავ, რომელიც ჩემს პრობლემაში დამეხმარა და ყველაფერში განსხვავდება ეს ყალბი. ვინმეს დახმარება გჭირდებათ აქ მისი ელ.ფოსტა: doctorigbinovia93@gmail.com შეგიძლიათ Whatsapp დარეკოთ მისი მობილური ტელეფონის საშუალებით +2348144480786 საუკეთესო შედეგის მისაღებად ყველა ან თქვენს პრობლემას
ReplyDelete