Saturday, January 26, 2019

წარმოიდგინე, მოდელი ხარ და უცებ უამრავ ავადმყოფს უყურებ" - თამთა შედანია კარიერასა და კრიზისულ პერიოდზე

მო­დელ­მა თამ­თა შე­და­ნი­ამ სა­კუ­თარ შე­მო­სა­ვალს გემო მცი­რე ასაკ­ში­ვე გა­უ­გო: 14 წლის გო­გო­ნა სო­ლი­დურ ჰო­ნო­რა­რებს იღებ­და, რი­თიც უცხო­ეთ­შიც კომ­ფორ­ტუ­ლად ცხოვ­რობ­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში ოჯახ­საც არ­ჩენ­და... მო­დელს ცხოვ­რე­ბა­ში სირ­თუ­ლე­ე­ბიც შეჰ­ქმნია. მო­დე­ლო­ბა ერ­თა­დერ­თი საქ­მე არ ყო­ფი­ლა, რი­თიც თამ­თა შე­და­ნია თავს ირ­ჩენ­და...

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

- სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რა 14 წლი­სამ და­ვი­წყე - კონ­ტრაქ­ტით საფ­რან­გეთ­ში გა­ვემ­გზავ­რე. შემ­დეგ საფ­რან­გე­თის სა­ა­გენ­ტომ მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან სა­ა­გენ­ტო­ებ­ში გა­მიშ­ვა - 3-4-თვი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტე­ბით ნა­ხე­ვა­რი მსოფ­ლიო მო­ვი­ა­რე. არ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რომ რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა­ში სა­კუ­თა­რი ხარ­ჯე­ბი ვერ და­მე­ფა­რა. ალ­ბათ, იმ პე­რი­ოდ­ში, სა­მო­დე­ლო ბა­ზარ­ზე მომ­გე­ბი­ა­ნი გა­რეგ­ნო­ბა მქონ­და. ჩემი კა­რი­ე­რა წარ­მა­ტე­ბით გან­ვი­თარ­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში 1 კვი­რით ჩა­მოვ­დი­ო­დი, შემ­დეგ ისევ სა­ზღვარ­გა­რეთ მი­ვემ­გზავ­რე­ბო­დი. ჰონ­კონ­გში არ­სე­ბულ სა­ა­გენ­ტოს ძა­ლი­ან მოვ­წონ­დი და გა­დავ­წყვი­ტე, ყო­ველ 3 თვე­ში ერთხელ სა­მუ­შაო ლო­კა­ცია აღარ შე­მეც­ვა­ლა. მუ­შა­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ჰონ­კონ­გში ბრი­ტა­ნულ აკა­დე­მი­ა­ში ვსწავ­ლობ­დი. 20 წლის ვი­ყა­ვი, როცა სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დი. მა­შინ ია კიწ­მა­რიშ­ვილ­მა "მის სა­ქარ­თვე­ლოს" კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა და დავ­თან­ხმდი - სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩემი კა­რი­ე­რა აქე­დან და­ი­წყო.

2012 წელს "მის სამ­ყა­რო­ზე" გა­ვემ­გზავ­რე... სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნი­სას, როცა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სე­ბის­თვის ვემ­ზა­დე­ბო­დი, 1 წელი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში, ღვი­ნის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში ვმუ­შა­ობ­დი (უცხო­ეთ­ში პი­ა­რის შემ­სწავ­ლე­ლი კურ­სე­ბი გა­ვი­ა­რე). შემ­დეგ ამ სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მო­ვე­დი, რად­გან "მის სამ­ყა­რო­ზე" გამ­გზავ­რე­ბა მო­მიხ­და. კონ­კურ­სზე დიდ წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­ვაღ­წიე - მხო­ლოდ "ტოპ მო­დე­ლის" ტი­ტუ­ლი "ავი­ღე". ჩემი აზ­რით, სხვა ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ალ­ბათ, ათე­ულ­ში მოხ­ვედ­რის შან­სი მექ­ნე­ბო­და. 2013 წელს "მის სა­ქარ­თვე­ლოს" კონ­კურ­სი არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა, ამი­ტომ "მი­სო­ბა" 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­მიხ­და და "მის მსოფ­ლი­ო­ზე" გა­ვემ­გზავ­რე. იქი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ გა­ვი­გე, რომ ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი. წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი ტაიმ-აუტი ავი­ღე - ბავ­შვზე ვზრუ­ნავ­დი. მია წლის და 3 თვის იყო, როცა უკვე შე­მეძ­ლო დე­დის­თვის ან ოჯა­ხის სხვა წევ­რის­თვის და­მე­ტო­ვე­ბი­ნა. სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში, ია კიწ­მა­რიშ­ვილ­თან კონ­ტრაქ­ტის ვადა დას­რულ­და და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მო­დე­ლი გავ­ხდი. უცხო­ე­თის სა­ა­გენ­ტო­ებ­თან ძვე­ლი კონ­ტაქ­ტე­ბი აღ­ვად­გი­ნე და 3-4 თვით გამ­გზავ­რე­ბა და­ვი­წყე. ისე მოხ­და, რომ ოჯა­ხი და­მენგრა - მარ­ტო­ხე­ლა დედა ვი­ყა­ვი. შვი­ლი­სა და სა­კუ­თა­რი თა­ვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა თა­ვად მი­წევ­და. ყო­ველ სამ თვე­ში ერთხელ მი­ვემ­გზავ­რე­ბო­დი შან­ხა­ი­ში, ჰონ­კონ­გში, ამე­რი­კა­ში, დავ­დი­ო­დი იტა­ლი­ა­ში "ფე­შენ ვიკ­ზე"...როცა მივ­ხვდი, ბავ­შვი უკვე აა­ნა­ლი­ზებ­და, რომ დედა მის გვერ­დით არ იყო და ვე­ნატ­რე­ბო­დი, სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რა ვე­ღარ გა­ვაგ­რძე­ლე - შვილს დიდი ხნით ვე­ღარ ვტო­ვებ­დი. სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­რჩი და მუ­შა­ო­ბა ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში და­ვი­წყე (მიმ­ღებ­ში და პი­ა­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ორ­მაგ სამ­სა­ხურს დავ­თან­ხმდი, რომ მეტი შე­მო­სა­ვა­ლი მქო­ნო­და). აქ მო­დის სფე­რო ისე­თი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი არ არის, რომ მხო­ლოდ მო­დე­ლო­ბით დავ­კავ­დე. თვე­ში 2-3 გა­და­ღე­ბა მაქვს, მაგ­რამ მხო­ლოდ ამ საქ­მეს ვერ და­ვეყ­რდნო­ბი... კლი­ნი­კი­დან წა­მოს­ვლის შემ­დეგ, 3-თვი­ა­ნი პრო­ექ­ტით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი.

არ შე­მიძ­ლია მუ­შა­ო­ბა იქ, 
სა­დაც დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე ჩა­კე­ტილ სივ­რცე­ში, კომ­პი­უ­ტერ­თან უნდა ვიჯ­დე. ამი­ტომ სულ ისე­თი სამ­სა­ხუ­რის მო­ძებ­ნას ვცდი­ლობ, რომ თავი კომ­ფორ­ტუ­ლად ვიგ­რძნო. უცხო­ეთ­ში Beauty Make Up-ის კურ­სე­ბიც გა­ვი­ა­რე, რად­გან ხატ­ვა მე­ხერ­ხე­ბა. ვი­ზა­ჟის­ტის პრო­ფე­სი­ას არ ვი­ყე­ნებ­დი - მხო­ლოდ თა­ვად თუ გა­ვი­კე­თებ­დი მა­კი­აჟს ან ახ­ლობ­ლებს და­ვეხ­მა­რე­ბო­დი. რაკი ისე­თი სი­ტუ­ა­ცია შე­მექ­მნა, რომ უცხო­ეთ­ში ვე­ღარ მივ­დი­ო­დი, გა­დავ­წყვი­ტე, ხალ­ხის­თვის სა­კუ­თა­რი თავი ფრთხი­ლად გა­მეც­ნო, რო­გორც ვი­ზა­ჟისტს. ამ სფე­რო­ში მუ­შა­ო­ბის "სტარ­ტა­პი" ერთ-ერთ სა­ლონ­ში ავი­ღე. შემ­დეგ ეს­პა­ნურ­მა ბრენდმა სა­ქარ­თვე­ლო­ში პი­რა­დი ვი­ზა­ჟის­ტო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა და ახლა ამ საქ­მით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი, თან ვცდი­ლობ, რა­ღაც ახა­ლი გა­ვა­კე­თო. გეგ­მებს ვა­ყა­ლი­ბებ, რომ მო­მა­ვალ­ში შე­მო­სავ­ლის ახა­ლი წყა­რო მქონ­დეს. რო­დე­საც 14 წლი­სას სა­კუ­თა­რი შე­მო­სა­ვა­ლი გაქვს (აქ 100-200 ლარ­ზე არაა სა­უ­ბა­რი - სა­ზღვარ­გა­რეთ კომ­ფორ­ტუ­ლად ვცხოვ­რობ­დი და სა­ქარ­თვე­ლო­ში ოჯახს ვარ­ჩენ­დი), ამას ეჩ­ვე­ვი და მო­ტი­ვა­ცი­ას გი­ჩენს. თან, მარ­ტო­ხე­ლა დედა ვარ და სულ აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა მი­წევს.მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მიღ­წე­ვის შემ­დეგ, ოდეს­მე კრი­ზი­სუ­ლი პე­რი­ო­დი გქო­ნია?
- კი. იმ პე­რი­ოდს გა­ვიხ­სე­ნებ, რო­დე­საც მია გა­ვა­ჩი­ნე. გარ­კვე­უ­ლი დრო მჭირ­დე­ბო­და, რომ ისევ ფორ­მა­ში ჩავ­მდგა­რი­ყა­ვი და მო­მავ­ლის გეგ­მე­ბი და­მე­სა­ხა. რა თქმა უნდა, ისეთ ფორ­მა­ში ვი­ყა­ვი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ღე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მე­ღო, მაგ­რამ აქ თითო გა­და­ღე­ბა­ზე 100-200 ლარ­ზეა სა­უ­ბა­რი, ეს კი ბავ­შვის აღ­საზ­რდე­ლად, ოჯა­ხის სარ­ჩე­ნად საკ­მა­რი­სი არ არის. ამი­ტომ ის პე­რი­ო­დი ცუ­დად მახ­სენ­დე­ბა. გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, ჩემი ყო­ფი­ლი ქმრის ოჯა­ხი­დან არა­ნა­ი­რი ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა არ მი­მი­ღია, ამი­ტომ ორ­მა­გად დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და­მე­კის­რა. ახ­ლობ­ლე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი მხარ­ში ამო­მიდ­გნენ, რომ ის პე­რი­ო­დი გა­და­მე­გო­რე­ბი­ნა. ღვთის წყა­ლო­ბით, ახლა ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის და ბედ­ნი­ე­რი ვარ. ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში ისე­თი სირ­თუ­ლე არ არ­სე­ბობს, რო­მელ­საც ბედ­ნი­ე­რი წუ­თე­ბი არ მოჰ­ყვე­ბა, ამი­ტომ ასეთ პრობ­ლე­მებს დიდ ტრა­გე­დი­ად არ აღ­ვიქ­ვამ. არ ვფიქ­რობ, რომ ფული ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. სწო­რედ ეს მეხ­მა­რე­ბა, რომ სულ მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი, კარგ ხა­სი­ათ­ზე ვიყო.
მუ­შა­ო­ბის და­სა­წყე­ბად "სი­ვის" გაგ­ზავ­ნა დაგ­ჭირ­ვე­ბია?
- რო­გორ არა! ძა­ლი­ან კარ­გი ინ­ტუ­ი­ცია მაქვს: სხვა ადა­მი­ა­ნი ჩემ შე­სა­ხებ რას ფიქ­რობს, სი­ტყვე­ბის მიღ­მა რა გან­ზრახ­ვა აქვს, კარ­გად ვხვდე­ბი. ამი­ტომ რო­დე­საც გა­სა­უბ­რე­ბა­ზე მივ­დი­ო­დი, სულ ვგრძნობ­დი: იქ მუ­შა­ო­ბა რომ და­მე­წყო, სამ­სა­ხურ­ში დის­კომ­ფორ­ტი შე­მექ­მნე­ბო­და (კონ­კრე­ტულ მი­ზე­ზებს არ და­ვა­სა­ხე­ლებ). ამი­ტომ ზოგ­ჯერ "სი­ვის" გაგ­ზავ­ნას და ინ­ტერ­ვი­უს უი­მე­დოდ ჩა­უვ­ლია. "სი­ვის" აღარ­სად ვგზავ­ნი. ვცდი­ლობ, თა­ვად მო­ვი­ფიქ­რო, რა გა­ვა­კე­თო. როცა სხვის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მუ­შა­ობ, რა­ღა­ცე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა მა­ინც გი­წევს, ამი­ტომ და­მო­უ­კი­დებ­ლად მუ­შა­ო­ბა მირ­ჩევ­ნია..
ambebi.ge

1 comment:

  1. ამ ბლოგს ახლახან მივყვები და დღეს ვგრძნობდი, რომ ჩემი ამბავი უნდა გამეზიარებინა, რადგან მეც მსხვერპლი ვიყავი. მას შემდეგ, რაც შვიდი წლის განმავლობაში ვიყავი მასთან, მან გაწყვიტა ჩემთან ერთად, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მას დავბრუნებულიყავი, მაგრამ ეს ყველაფერი უშედეგოდ იყო, მე ასე მინდოდა მისთვის, იმ სიყვარულის გამო, რომელიც მე მასში მაქვს, ყველაფერში ვთხოვე, დავპირდი, მაგრამ მან უარი თქვა. მე ავუხსენი პრობლემა დედაჩემს და მან შემოგვთავაზა მე დამიკავშირდეს მართლწერის წოდება დრიგბინოვია, რომელიც მეხმარებოდა ჯადოქრობაში რომ გამეყვანა, მაგრამ ის არასდროს მჯეროდა მართლწერის, მე სხვა არჩევანი არ მქონდა, რომ შევეცდები შელოცვა, და მან განუცხადა მე აღარ უნდა ინერვიულო, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ ჩემი ყოფილი დაბრუნებულიყო, მან მეორე დღეს გასაკვირი გასროლით ჯოხი შეაგდო ჩემს სახელით, ეს იყო საღამოს 4:00 საათზე. ჩემმა ყოფილმა დამირეკა, მე ძალიან გამიკვირდა, მე ვუპასუხე ზარს და ყველა მან თქვა, რომ ბოდიში იყო ყველაფრისთვის, რაც მომხდარა, რომ მინდოდა უკან დაბრუნებულიყო, რომ ძალიან მიყვარდა. მე ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ეს მუშაობს ჩემთვის, ასე რომ, ჩვენ თავიდან ბედნიერად დავიწყეთ ცხოვრება. მას შემდეგ მე დავპირდი, რომ ყველას, ვისაც ვიცნობ, აქვს ურთიერთობის პრობლემა, მე ვეხმარებოდი ასეთ ადამიანს, მხოლოდ ნამდვილ და ძლიერ ჯადოქარს მივმართავ, რომელიც ჩემს პრობლემაში დამეხმარა და ყველაფერში განსხვავდება ეს ყალბი. ვინმეს დახმარება გჭირდებათ აქ მისი ელ.ფოსტა: doctorigbinovia93@gmail.com შეგიძლიათ Whatsapp დარეკოთ მისი მობილური ტელეფონის საშუალებით +2348144480786 საუკეთესო შედეგის მისაღებად ყველა ან თქვენს პრობლემას

    ReplyDelete