Pages

Tuesday, January 8, 2019

ამირან გამყრელიძე - ამ კვირის განმავლობაში დავაკვირდებით და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, გადაიდება თუ არა სწავლის დაწყება


ამ კვირის განმავლობაში დავაკვირდებით რა მდგომარეობა იქნება, შემდგომ ჯანდაცვის სამინისტრო და განათლების სამინისტრო ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებენ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, ვირუსების გამო სასწავლო პროცესის დაწყების შესაძლო გადადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
"ქვეყნისთვის ეპიდემიური ზღვარი არის 450 000 - 500 000 მოსახლეზე. დღეს ჩვენ გვაქვს 254 000. ამ კვირის განმავლობაში დავაკვირდებით რა მდგომარეობა იქნება და შემდგომ ჯანდაცვის სამინისტრო და განათლების სამინისტრო ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებენ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ipn.ge

No comments:

Post a Comment