Pages

Saturday, February 2, 2019

ინდოეთში მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლას 7 ადამიანი ემსხვერპლა

აღმოსავლეთ ინდოეთში, მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლის გამო, სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა. ხელისუფლების წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ მსხვერპლი გაიზარდოს. ინციდენტი ვაინშალის მხარეში, შტატ ბიხარში 01:28 საათზე  მოხდა -  kommersant.ru The Times of India-ზე დაყრდნობით. 
ინციდენტის მიზეზი შესაძლოა გაუმართავი ლიანდაგი გამხდარიყო. Hindustan Times -ის მონაცემებით, მატარებელი ნიუ-დელის მიმართულებით გადაადგილდებოდა. ყველა სამგზავრო მატარებლის გადაადგილება შეჩერებულია. ინდოეთის რკინიგზაში უკვე განაცხადეს, რომ დაზარალებულებს და გარდაცვლილების ახლობლებს კომპენსაციას გადაუხდიან
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment