Pages

Saturday, February 2, 2019

ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებულ ორ პირს პატიმრობა, 7-ს კი გირაო შეეფარდა

ფა­რუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი 9 პი­რი­დან ორს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და, 7 პირს კი, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გი­რაო შე­ე­ფარ­დათ პა­ტიმ­რო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფით. აღ­ნიშ­ნუ­ლი შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, მო­სა­მარ­თლე მე­რაბ ჯორ­ბე­ნა­ძემ პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა ნა­წი­ლობ­რივ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­დათ - ან­ტონ ღლონტს და თე­მურ ირე­მა­ძეს. ხოლო აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით მაია ბე­რი­ძეს- 10 000-ლა­რი­ა­ნი, მა­რი­ამ ჩა­დუ­ნელს - 2 000- ლა­რი­ა­ნი, ანი არო­ში­ძეს - 2 ათას ლა­რი­ა­ნი, თენ­გიზ ირე­მა­ძეს - 3000- ლა­რი­ა­ნი, ნონა ჟორ­ჟა­ძეს - 2000 ლა­რი­ა­ნი, გი­ორ­გი გას­ვი­ანს - 1 500 ლა­რი­ა­ნი, ირაკ­ლი ქას­რაშ­ვილს - 3 000 ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­ე­ფარ­დათ.
აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე მე­რაბ ჯორ­ბე­ნა­ძემ გა­მო­ა­ცხა­და. სხდო­მა ბრალ­დე­ბის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით და­ხუ­რულ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და
ambebi.ge

No comments:

Post a Comment