Pages

Tuesday, February 26, 2019

დღეს სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტი ბაქოში 27 თებერვალს დაიწყება.
„პოლიტიკურ-ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებასთან ერთად, პრიორიტეტული იქნება კულტურული ურთიერთობების განვითარებაც, რომლის საფუძველსაც ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის, წლების განმავლობაში, ჩამოყალიბებული კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები ქმნის“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდება. ქვეყნის ლიდერები საუბრის დეტალებს, ჟურნალისტებს ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააცნობენ.
სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერმინისტრ ნოვრუზ მამედოვს და პარლამენტის თავმჯდომარე ოქტაი ასადოვსაც შეხვდება
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment