Pages

Tuesday, February 26, 2019

რა დავაშავე რომ დამაბესო, დაზიანებული ხელებიდან სისხლი სდიოდა" - რაში ადანაშაულებენ "ევექსის" ექიმებს და რას პასუხობს კლინიკა

87 წლის ვახ­ტანგ გო­გეშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი "ევექ­სის" ექი­მებს და­უ­დევ­რო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. გო­გეშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო მისი ოჯა­ხის წევ­რმა ნატა წე­რე­თელ­მა "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­მო­აქ­ვეყ­ნა და და­წე­რა, რომ პა­ცი­ენ­ტმა ხელ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ექი­მე­ბის და­უ­დევ­რო­ბის შე­დე­გად მი­ი­ღო.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

"გა­ი­ცა­ნით, ეს არის ვახ­ტანგ გო­გეშ­ვი­ლი (ჩემი მა­მამ­თი­ლი) სამი დღეა გვყავ­და ევექ­სი • EVEX -ში, სა­ი­და­ნაც დღეს ხე­ლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბით და სის­ხლის ჩაქ­ცე­ვე­ბით წა­მო­ვიყ­ვა­ნეთ. ეს არის არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის და გულ­გრი­ლო­ბის სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბა. ვინ იცის რამ­დე­ნი პა­ცი­ენ­ტია იქ ასეთ დღე­ში. დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო თქვენ რას აკე­თებთ მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად? კლი­ნი­კა­ში არ უვ­ლი­ან პა­ცი­ენ­ტებს, არც ახ­ლო­ბელს უშ­ვე­ბენ რომ მო­უ­ა­რონ, დღეს ძლივს მო­ვა­ხერ­ხეთ შეს­ვლა და ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დაგ­ვხვდა. ან სად იყო ექი­მი, ან ექთა­ნი? რა­ტომ არა­ვინ მი­აქ­ცია ყუ­რა­დღე­ბა, და­ა­ბეს ცხო­ვე­ლი­ვით და მი­ა­ტო­ვეს. ად­გილ­ზე­ვე გა­ირ­კვა რომ არც პირ­ვე­ლი ვართ და არც უკა­ნას­კნე­ლი. ხმა უნდა ამო­ი­ღოს ყვე­ლამ! ჯან­დაც­ვის სფე­რო რომ ყვე­ლა­ზე ჩა­ვარ­დნი­ლი დარ­გია ეს დღეს კი­დევ ერთხელ სა­კუ­თარ მშო­ბელ­ზე ვიწ­ვნი­ეთ!" - წერს ნატა წე­რე­თე­ლი.
Ambebi.ge ვახ­ტანგ გო­გეშ­ვი­ლის შვილს დი­ა­ნა გო­გეშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ 87 წლის მამა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კვი­რას გა­და­იყ­ვა­ნეს.
"მა­მას სკლე­რო­ზის ნიშ­ნე­ბი აქვს და აკ­რძა­ლა ჭამა, ძა­ლი­ან ცო­ტას ჭამ­და, ამი­ტომ გვინ­დო­და, გა­დას­ხმე­ბი გა­ე­კე­თე­ბი­ნათ და გა­მოკ­ვლე­ვე­ბი ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ, რომ ცოტა მო­მაგ­რე­ბუ­ლი­ყო. 22 თე­ბერ­ვალს "ევექსში" და­ვაწ­ვი­ნეთ. ერთი დღე "ემერ­ჯენსში" იწვა და ღამე გა­უ­კე­თეს კვლე­ვე­ბი. გვი­თხრეს, რომ არის ინ­ფარ­ქტის ნიშ­ნე­ბი, პლუს პნევ­მო­ნია, მე­ო­რე დღეს კარ­დე­ო­ლო­გი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს... ისევ უკე­თებ­დნენ ამ გა­მოკ­ვლე­ვებს და შემ­დეგ გვი­თხრეს, რომ არა ინ­ფარ­ქტი, არა­მედ მხო­ლოდ პნევ­მო­ნია იყო. ყო­ველ დღე სხვა­დას­ხვა დი­აგ­ნოზს გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ" - გან­გვი­მარ­ტა დი­ა­ნა გო­გეშ­ვილ­მა.
მისი თქმით, კვი­რას რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტის ნახ­ვის სა­ა­თებ­ში მა­მას სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­ა­კი­თხა, ტანს ზე­მოთ შიშ­ვე­ლი და ყვე­ლა კი­დუ­რით დაბ­მუ­ლი დახ­ვდა. რო­დე­საც გან­მარ­ტე­ბა ითხო­ვა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რა­ტომ იყო პა­ცი­ენ­ტი დაბ­მუ­ლი, ასე­თი პა­სუ­ხი მი­ი­ღო - "გარ­ბო­და".
"ძა­ლი­ან და­სუს­ტე­ბუ­ლია, უნდა და­ეხ­მა­რო რომ წა­მოჯ­დეს. რომ მი­ვე­დი ჩურ­ჩუ­ლით მკი­თხა, რა და­ვა­შა­ვე რომ და­მა­ბე­სო, ამ­ხსე­ნი გეხ­ვე­წე­ბიო. ავ­ხსე­ნი, რა თქმა უნდა, წა­მო­ვა­ჯი­ნე, და­ვამ­შვი­დე. რომ ვკი­თხე ექთანს და ექიმს, რა­ტომ და­ა­ბით-მეთ­ქი, მი­პა­სუ­ხა გარ­ბო­დაო. სად გარ­ბო­და, რო­დე­საც კაცი ვერ დგე­ბა დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე?! შემ­დეგ ექიმ­მა მი­თხრა, ძა­ლი­ან ბევ­რი პა­ცი­ენ­ტი გვყავს და ვერ და­ვუდ­გე­ბით და ვერ მი­ვაქ­ცევთ ყუ­რა­დღე­ბა­სო და ამი­ტომ აბა­მენ, რომ იყ­ვნენ და­წყნა­რე­ბუ­ლე­ბი" - აღ­ნიშ­ნა დი­ა­ნა გო­გეშ­ვილ­მა.
დაბ­მულ­მა მა­მამ და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჯერ კი­დუ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მცდე­ლო­ბი­სას მი­ი­ღო, შემ­დეგ კი გა­დას­ხმე­ბის გა­კე­თე­ბი­სას. დი­ა­ნას თქმით, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­მა პა­ცი­ენტს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ხე­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში არ და­უ­მუ­შა­ვეს, რის გა­მოც მას სის­ხლი სდი­ო­და. ოჯახ­მა ვახ­ტან გო­გეშ­ვი­ლის სახ­ლში წა­მოყ­ვა­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.
ევექ­სის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ დღეს შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია, რომ ისი­ნი სრუ­ლად იზი­ა­რე­ბენ აღ­ნიშ­ნუ­ლი პა­ცი­ენ­ტის ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­შფო­თე­ბას და აცხა­დე­ბენ, რომ ფაქ­ტზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ყვე­ლა პი­რის მი­მართ ძა­ლი­ან მკაც­რი დის­ციპ­ლი­ნუ­რი ზო­მე­ბი ტარ­დე­ბა.
"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პა­ცი­ენ­ტის ძი­რი­თა­დი და­ა­ვა­დე­ბის მარ­თვი­სას გარ­თუ­ლე­ბებს ად­გი­ლი არ ჰქო­ნია, ჩვე­ნი მხრივ, სრუ­ლად ვი­ზი­ა­რებთ აღ­ნიშ­ნუ­ლი პა­ცი­ენ­ტის ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­შფო­თე­ბას და ვა­ცხა­დებთ, რომ აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ყვე­ლა პი­რის (მათ შო­რის, შე­სა­ბა­მი­სი გან­ყო­ფი­ლე­ბის ყვე­ლა ექი­მი­სა და ექთ­ნის, რო­მელ­თაც პა­ცი­ენტზე ზრუნ­ვა და ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა ევა­ლე­ბო­და) მი­მართ ტარ­დე­ბა ძა­ლი­ან მკაც­რი დის­ციპ­ლი­ნუ­რი ზო­მე­ბი.
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პა­ცი­ენ­ტის რიგი ფსი­ქო-მო­ტო­რუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­სას, თვით­და­ზი­ა­ნე­ბე­ბის რის­კის შე­სამ­ცი­რებ­ლად სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კით მი­ღე­ბუ­ლია კი­დუ­რე­ბის იმო­ბი­ლი­ზა­ცია (კი­დუ­რე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბა), თუმ­ცა, ამ პრო­ცეს­ში სა­ჭი­რო იყო მედ­პერ­სო­ნა­ლის მხრი­დან მეტი სიფრ­თხი­ლი­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გა­მო­ჩე­ნა. ასე­ვე, აღ­ვნიშ­ნავთ, რომ ქრო­ნი­კუ­ლი კარ­დი­ო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბის მარ­თვი­სას გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რიგი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, რო­მელ­თა ინ­ფუ­ზი­ი­სას ხდე­ბა სის­ხლძარ­ღვო­ვა­ნი ან­თე­ბე­ბი, რაც ვი­ზუ­ა­ლუ­რად მძი­მე შე­სა­ხე­დია.
"სა­მე­დი­ცი­ნო კორ­პო­რა­ცია ევექ­სის­თვის" უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია პა­ცი­ენ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბა და კმა­ყო­ფი­ლე­ბა. წუ­ხილს გა­მოვ­თქვამთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტის გამო და მზად ვართ, სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ავი­ღოთ პა­ცი­ენ­ტის ყვე­ლა სა­მე­დი­ცი­ნო სა­ჭი­რო­ე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­ზე“,- ნათ­ქვა­მია "ევექ­სის" მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.
და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ვახ­ტანგ გო­გეშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ევექ­სის მიერ გან­ცხა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბას არა­საკ­მა­რი­სად მი­იჩ­ნე­ვენ. ისი­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­გან კვი­რას და ორ­შა­ბათს მო­მუ­შა­ვე სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, მათ­თვის ლი­ცენ­ზი­ე­ბის ჩა­მორ­თმე­ვას და სა­ხე­ლე­ბი­სა და გვა­რე­ბის გა­სა­ჯა­რო­ვე­ბას მო­ი­თხო­ვენ.
"ჯა­ლა­თე­ბი არ უნდა იყ­ვნენ ექი­მე­ბი და ექთ­ნე­ბი" - გვე­უბ­ნე­ბა დი­ა­ნა გო­გეშ­ვი­ლი.

No comments:

Post a Comment