ფრანგი მეცნიერების ჯგუფმა ორგანიზმში ბუნებრივად არსებული მოლეკულა ნანომეტრიული ზომის ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად გარდაქმნეს. ვირთხებზე ჩატარებული პირველი ცდები იმედისმომცემია, - წერს შვეიცარიული გაზეთი Le Temps-ი.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
გამოცემა წერს, რომ ისეთი მოლეკულის პოვნა, რომელიც მორფინვით ეფექტიანია, მაგრამ უკუჩვენება არ აქვს, ბევრი მკვლევრის ოცნებაა, რომლებსაც ძლიერი ტკივილების მქონე პაციენტების ან ისეთი ადამიანების მკურნალობა უწევთ, ვინც ტრადიციულ მკურნალობას არ ექვემდებარება.
13 თებერვალს ჟურნალში Science Advances გამოქვეყნდა ინფორმაცია ვირთხებზე ჩატარებული კვლევის შესახებ, რომლის მიზანიც მორფინის ალტერნატივის შექმნაა იმ მოლეკულის საფუძველზე, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი ქმნის: ესენია, ენკეფალინი და პეპტიდი, რომლებსაც ნეირონები ძალიან ინტენსიური ტკივილების დროს გამოყოფს. „ენდორფინების მსგავსად, რომელიც სპორტსმენებისთვის კარგად არის ცნობილი, ენკეფალინები ტკივილის ზღვარს ამცირებს და ებრძვის დარლილობას. სწორედ ამის გამო არიან ექიმები ამ მოლეკულით დაინტერესებულები“.
„ჩატარდა სხვა კვლევებიც ისეთი ახალი ნივთიერებების შესაქმნელად, რომლებიც მორფინის შეცვლას შეძლებენ. პირველ რიგში ეს ოპიორფინს ეხება, ტკივილგამაყუჩებელ მოლეკულას, რომელიც ბუნებრივად არსებობს ადამიანის ნერწყვში. ის 2003 წელს ფრანგმა მეცნიერმა კატრინ რუჟომ აღმოაჩინა. მალე ოპიორფინი ვირთხებისთვის მორფინზე ძლიერმოქმედი აღმოჩნდა, ამასთან ის არ იწვევდა დამოკიდებულებას. სწორედ ამიტომ დაიწყო 2018 წლის მარტში ჟენევაში არსებულმა კომპანია Stragen-Pharma-მ ოპიორფინის მოდიფიცირებული ვარიანტის, სახელწოდებით STR-324, კლინიკური კვლევების პირველი ფაზა“, - ვკითხულობთ სტატიაში.
კატრინ რუჟოს თქმით, წინა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს მოლეკულა ეფექტიანია ოპერაციის შემდგომი და ნევროპათიული ტკივილებისთვის, ასევე პირველმა ცდებმა ადამინებზე აჩვენა, რომ ჯანმრთელ მოხალისეებს სერიოზული გვერდითი მოვლენები არ გაუჩნდათ, რაც ახალი შესაძლებლობებისთვის დიდ სივრცეს აჩენს.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment