გიგანტური მგელი ინტერნეტის საყვარელი ცხოველი გახდა 🐺
ამერიკულ თავშესაფარში Shy Wolf Sanctuary ცხოვრობს გიგანტური მგელი სახელად იუკი. მისი ფოტოების გავრცელების შემდეგ ის ფორუმ Reddit-ზე საყვარელ ცხოველად იქცა. იუკის ისტორია საკმაოდ ტრაგიკულად დაიწყო. ლეკვობის პერიოდიდან დაწყებული მას ცუდი პატრონები ჰყავდა, რომლებიც მას მუდმივად ურტყამდნენ. ცხოველი უნდა დაეძინათ, მაგრამ საქმეში Shy Wolf Sanctuary-ის თანამშრომლები ჩაერივნენ თავშესაფრის თანამშრომლები ამბობენ, რომ იუკი ძალიან ჭკვიანია. მათი თქმით, მგელს შეუძლია ვინმეს გამოართვას ჩანთა ან სათამაშო და შემდეგ ისევ ადგილზე დაუბრუნოს, თანაც ისე, რომ არაფერი გააფუჭოს imedinews.ge
No comments:
Post a Comment