Pages

Tuesday, March 19, 2019

ჩინეთში გოგომ 18 მაგნიტური მძივი ჩაყლაპა

ჩინეთში, ექიმებმა გოგოს კუჭიდან მაგნიტის მძივების სამაჯური ამოუღეს. ორი წლის გოგომ 18 მაგნიტური მძივი ცალ-ცალკე ჩაყლაპა. თუმცა რენტგენი გადაუღეს და აღმოჩნდა, რომ მაგნიტური მძივები ერთმანეთს მიეწება და სამაჯური შექმნა, - წერს Daily Mail.
ექიმი ლი ჟუიფენი ამბობს, რომ კლინიკაში მიყვანის დროს გოგოს არ სტკიოდა მუცელი და არ ჰქონდა ღებინების შეგრძნება. ექიმი ამბობს, კუჭიდან მძივების ამოღებას ენდოსკოპის საშუალებით 15 წუთი დასჭირდა. 
2018 წელს ავსტრალიაში მცირეწლოვანმა ბავშვმა მაცივარზე მიწებებული 30 მაგნიტი გადაყლაპა. მაგნიტები კუჭის სიღრმეში მოხვდა. ბავშვს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა კუჭის ნაწილის ამოკვეთა დასჭირდა. 
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment