Pages

Saturday, March 30, 2019

კალიფორნიაში 26 წლის კაცს პოლიციის ცრუ გამოძახებისთვის 20 წელი მიუსაჯეს

კალიფორნიაში 26 წლის გეიმერ ტაილერ ბერრისს 20 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.
New York Daily News -ის ცნობით, დაპატიმრების მიზეზი აშშ-ის მთელს ტერიტორიაზე გეიმერის მიერ პოლიციის ცრუ გამოძახება გახდა. მან დაახლოებით 500 ცრუ ზარი განახორციელა, თუმცა ერთი საბედისწერო აღმოჩნდა.   
2017 წლის დეკემბერში ტაილერ ბერრისმა ონლაინ თამაშებში მეტოქისთვის სამაგიეროს გადახდა გადაწყვიტა. მან ქალაქ უიჩიტოში, სადაც მისი მეტოქე ცხოვრობდა პოლიცია გამოიძახა. მან ასევე პოლიციას მიაწოდა ინფორმაცია, რომ იყო სროლა და ერთი ადამიანი გაიტაცეს. აღმოჩნდა რომ სახლში სულ სხვა პირი 28 წლის ენდრიუ ფინჩი ცხოვრობდა. რომელსაც პოლიციამ ესროლა, რადგან მან ხელი ქამრისკენ წაიღო. 
ფინჩის ოჯახმა ქალაქ უიჩიტოს ხელისუფლებას უჩივლა. პროკურატურამ პოლიციის ოფიცრის წინააღმდეგ ბრალის წაყენებაზე უარი თქვა
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment