Pages

Saturday, March 30, 2019

მედია: ემილიანო სალას პილოტს ღამით ფრენის უფლება არ ჰქონდა

მცირე ზომის თვითმფრინავის მფრინავს, რომელსაც ფეხბურთელი ემილიანო სალა დანიშნულების ადგილზე გადაჰყავდა, ღამით ფრენის უფლება არ ჰქონდა. ამის შესახებ BBC წერს
გამოცემის ინფორმაციით, დევიდ აიბოტსონს შეზღუდული ტიპის ლიცენზია ჰქონდა, რომელიც მხოლოდ დღის განმავლობაში ფრენის უფლებას გულისხმობს. ამის მიზეზი სავარაუდოდ ღამით ხედვასთან დაკავშირებული ხარვეზები იყო. 
28 წლის ფეხბურთელი ემილიანო სალას თვითმფრინავი, რომელიც ნანტესიდან კარდიფში მიფრინავდა, 21 იანვარს გაუჩინარდა. 8 თებერვალს, კატასტროფის ადგილზე სალას ცხედარი იპოვეს.
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დიდი ბრიტანეთის სამოქალაქო ავიაციის სამსახური კომენტარს არ აკეთებს
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment