Pages

Thursday, March 21, 2019

როგორ გამოიყურება საკანი, სადაც ახალ ზელანდიაში მომხდარ ტერაქტში ბრალდებულია მოთავსებული

ციხე, რო­მელ­შიც ქრა­ის­თჩერჩში მომ­ხდარ ტე­რაქ­ტში ბრალ­დე­ბუ­ლია მო­თავ­სე­ბუ­ლი, ახალ ზე­ლან­დი­ა­ში ყვე­ლა­ზე მკაც­რი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა. „დე­ი­ლი მე­ი­ლი“ ცი­ხის ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს.
.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში


28 წლის ბრენ­ტონ ტა­რან­ტი ოკ­ლენდში მდე­ბა­რე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში 24 სა­ა­თი­ა­ნი კონ­ტრო­ლის ქვეშ არის. ის სა­კან­ში მარ­ტოა, არ აქვს წვდო­მა გა­ზე­თებ­ზე, ტე­ლე­ვი­ზი­ა­სა და რა­დი­ო­ზე.
9 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის და­ცუ­ლი კარი მხო­ლოდ თი­თის ანა­ბეჭ­დე­ბით იღე­ბა, სა­წო­ლი კე­დელ­შია ჩა­შე­ნე­ბუ­ლი, ფან­ჯა­რა, მა­გი­და და ტუ­ა­ლე­ტი კი კა­მე­რე­ბით კონ­ტროლ­დე­ბა
მკაცრ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში პა­ტიმ­რე­ბი კა­მე­რა­ში დღე-ღა­მე­ში 20 სა­ათს ატა­რე­ბენ.
პა­რე­მო­როს ცი­ხე­ში ცოტა ხნის წინ 300 მლნ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის რე­მონ­ტი ჩა­ტარ­და, აქ 681 ადა­მი­ა­ნი იხ­დის სას­ჯელს, ისი­ნი ახა­ლი ზე­ლან­დი­ის ყვე­ლა­ზე სა­ში­ში დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი არი­ან
ტე­რაქტს, რო­მე­ლიც ტა­რან­ტმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, 50 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ის სა­კუ­თარ თავს სუპ­რე­მა­სისტს უწო­დებს. ჯერ­ჯე­რო­ბით მას ბრა­ლი მხო­ლოდ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი, თუმ­ცა მო­სა­მარ­თლის გან­ცხა­დე­ბით, ტა­რანტს ბრა­ლი და­უმ­ძიმ­დე­ბა.
ყვე­ლა სა­კა­ნი პირ­ველ სარ­თულ­ზეა გან­ლა­გე­ბუ­ლი.
ცი­ხე­ში ყოფ­ნის დროს პა­ტი­მარს ვი­ზი­ტო­რე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ექ­ნე­ბა.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment