ბრიტანელმა ბიჭმა, რომელიც საესკორტო მომსახურებაზე მუშაობს, პორტალ LADbible-ს ქალების მოთხოვნების შესახებ მოუყვა. როგორც გაირკვა, ქალები ჟიგოლოს უფრო ხშირად არა სექსს, არამედ სხვადასხვა ადგილას გაყოლას და კომპანიის გაწევას სთხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას Mirror-ი ავრცელებს.
ბიჭმა საკუთარი ვინაობის დაკონკრეტება არ ისურვა, თუმცა გულღიად ილაპარაკა იმ მოთხოვნებზე, რასაც დამქირავებელი ქალები მისგან უკვე სამი წელია ითხოვენ.
ჟიგოლოს თქმით, ამ სფეროში მუშაობა ქალების და ავანტიურის სიყვარულის გამო დაიწყო. მისი თქმით, ჟიგოლოდ მუშაობის პერიოდში მან ევროპის ბევრი ქვეყანა და ამერიკის შეერთებული შტატები მოიარა.
საინტერესოა, რომ მისი კლიენტების უმრავლესობა ბიჭს არა სექსს, არამედ სხვადასხვა მიღებასა და წვეულებაზე გაყოლას სთხოვს, მათ შორის ქორწილებში. მას მიახლოებითი რიცხვებიც მოჰყავს და ამბობს, რომ უკვე 300-მდე პაემანზე იყო, საიდანაც სექსი მხოლოდ 100-მდე შემთხვევაში ჰქონდა.
ერთერთ ყველაზე უცნაური შეკვეთა, რაც მიიღო იყო ბიზნესმენი ქალის მოთხოვნა, რომ მისი პირადი მწვრთნელის როლი ეთამაშა.
რაც შეეხება გამომუშავებას, ბრიტანელი ჟიგოლოს თქმით, ყველაზე კარგ შემთხვევაში მას თვიურად 10 000 ფუნტი სტერლინგი, ყველაზე ცოტა კი 4000 ფუნტი გამოუმუშავებია.
imedinews.ge
.
No comments:
Post a Comment