Pages

Sunday, March 24, 2019

დასახელდა ქალაქები, რომელთაც სახელი შეეცვალათ

ცნობილია 8 სახელმწიფოს დედაქალაქი რომლებსაც სახელი შეეცვალათ. რა გარემოებების გამო უცვლიან დედაქალაქებს სახელებს? ამ საკითხზე აზერბაიჯანის მედიაში სტატია გამოქვეყნდა. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

ბიშკეკი - ყირგიზეთის დედაქალაქი - 1878 წელს დაარსდა. აქ კოკანდის ციხესიმაგრე პიშპეკი იყო განლაგებული. საბჭოთა კავშირის დროს ქალაქს სამხედრო პირის საპატივცემულოდ ფრუნზე ეწოდა. 1991 წელს კი ძველიო სახელწოდება დაუბრუნდა. 
ანკარა, თურქეთის დედქალაქი - 1073 წელს ქალაქს ეწოდა ენგიურიუ, რაც თურქულ ენაზე ქიშმიშს ნიშნავს. 1923 წლიდან ანკარა თურქეთის დედაქალაქია და პირველადი სახელწოდებაც დაიბრუნა. 
ჰელსინკი, ფინეთის დედაქალაქი - დაარსდა 1550 წელს. 1812 წელს სახელი პირველად გადაერქვა და გელსინფორსი ეწოდა. 1917 წელს ქალაქმა ძველი სახელი დაიბრუნა. 
ვილნიუსი - ლიეტუვას დედაქალაქი - 1918 წლამდე ვილნია ერქვა, რადგან ამ მდინარის ნაპირზე მდებარეობს. 1920 წელს პოლონეთის შემადგენლობაში იყო. შემდეგ უკვე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ვილნიუსი დაერქვა. 
ულან-ბატორი, მონღოლეთის რესპუბლიკა - ქალაქი 1639 წელს დაარსდა. 1706 წელს სახელი შეეცვალა და იხ-ხურეე ეწოდა. (დიდი მონასტერი)ქალაქმა სახელი 1924 წელს დაიბრუნა. 
ჯაკარტა - ინდონეზიის დედაქალაქი - ქალაქის ადგილას ადრე სოფელი იყო სუნდა-კელაპა, რომელიც 1527 წელს სულთან დემაკის ჯარი შევიდა. ქალაქს ეწოდა ჯაიაკერტა. რასაც ჰქვია „ძლევამოსილი გამარჯვების ქალაქი“. 1619 წელს ქალაქს ეწოდა ბატავია. 1924 წელს კი დაარქვეს ჯაკარტა. 1945 წელს კი ჯაკარტა ინდონეზიის დედაქალაქი გახდა. 
დუშანბე - ტაჯიკეთის დედაქალაქი- დაარსდა 1925 წელს. 1929 წელს ეწოდა სტალინაბადი. რაც სტალინის ქალაქს ნიშნავს. 1961 წელს ქალაქს დუშანბე ეწოდა. 1991 წელს კი ტაჯიკეთის დედაქალაქი გახდა. 
ოსლო - ნორვეგიის დედაქალაქი - აშენდა 1048 წელს. ოსლო ეწოდა მეფე ქრისტიან IV-ის საპატივცემულოდ 1624 -1925 წლებში. 1814 წელს ნორვეგიის დედაქალაქად გამოცხადდა. 
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 23 მარტს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანას ნურსულთანიეწოდა. 
imedinews.ge

No comments:

Post a Comment