Pages

Sunday, March 24, 2019

ბარბარა სტრეიზანდმა მაიკლ ჯექსონის მიმართ თანაგრძნობის გამო ბოდიში მოიხადა

ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ბარბარა სტრეიზანდი მაიკლ ჯექსონის შესახებ გადაღებული ფილმის ორი გმირის შესახებ გამოთქმული მოსაზრებების გამო ბოდიშს იხდის. 
მან ჟურნალ Times-სთან ინტერვიუში თქვა, რომ სჯერა ჯექსონის შესახებ დოკუმენტურ ფილმში მოყვანილი ბრალდებების, თუმცა სავარაუდო დაზარალებულები „ამას არ მოუკლავს“.
„მისი სექსუალური მოთხოვნილება იყო მისი სექსუალური მოთხოვნილება, რომელიც მოდიოდა მისი ბავშვობიდან გამომდინარე ან გენეტიკიდან. თქვენ შეგიძლიათ თქვათ, „ძალადობდა“, მაგრამ ეს ბავშვები (რობსონი  და სეიფჩაკი) ბედნიერები იყვნენ მაიკლ ჯექსონის სახლში. მათ ორივეს ჰყავთ დღეს შვილები და ამ ყველაფერმა ისინი არ მოკლა“, - განაცხადა სტრეიზანდმა.
მოგვიანებით კი სტრეიზანდმა Instagram-ზე პოსტი დადო, რომელშიც ბოდიშს იხდის მის მიერ წარმოთქმული იმ სიტყვებისთვის, რომლებმაც "ვიღაცებს ტკივილი მიაყენა".
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment