Pages

Saturday, March 23, 2019

ბათუმში აღსრულების პოლიციამ ბაღის თანამშრომლებს შენობა დაატოვებინა

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე კერძო საბავშვო ბაღი "ჯადოსნური სამყაროს" თანამშრომლები და აღსაზრდელები აღსრულების პოლიციამ შენობიდან გამოიყვანა. შენობაში, რომელიც მერიის საკუთრებაა, ბაღი რამდენიმე წელია ფუნქციონირებს. ბაღს 30-მდე აღსაზრდელი ჰყავს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

მერიაში ირწმუნებიან რომ შენობაში არ არის დაცული უსაფრთხოების წესები, არის ანტისანიტარია და საბავშვო ბაღისთვის არასათანადო პირობებია.
ბაღის პედაგოგებმა გამოსახლება გააპროტესტეს, ისინი რამდენიმე თვიან ვადას ითხოვდნენ ალტერნატიული ფართის მოსაძებნად.
აღნიშნულ შენობაში ერთი სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობდა, რომელიც ასევე გამოასახლეს და ნათესავთან გადაიყვანეს
imedinews.ge

No comments:

Post a Comment