აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი მზად არის დაეხმაროს ქართველ ხალხს, რომელიც ამერიკელთა მიმართ კეთილგანწყობილია. ამის შესახებ პომპეომ 27 მარტს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე კონგრესმენის კითხვის პასუხად განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკლ პომპეოს მოსმენა გაიმართა, საკითხზე: „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო პოლიტიკის სტრატეგია და 2020 ფისკალური წლის ბიუჯეტი“.
მოსმენისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთიდან, ირანიდან, ჩრდილოეთ კორეიდან, ჩინეთიდან, ასევე ახლო აღმოსავლეთიდან, მათ შორის სირიიდან მომდინარე საფრთხეებთან გასამკლავებლად აშშ-ის საგარეო პოლიტიკურ სტრატეგიაზე.
მოსმენისას კონგრესმენმა სტივ ჩაბომ (რესპუბლიკელი-ოჰაიოს შტატი) ყურადღება გაამახვილა უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიაზე და ხაზი გაუსვა აშშ-ის მხრიდან საქართველოსა და უკრაინისადმი მხარდაჭერის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას.
„საქართველო და უკრაინა ორივე პუტინის მხრიდან ინტენსიური და მუდმივი ზეწოლის წინაშე არიან. ორივე ამ ქვეყნის ტერიტორია უკანონოდ არის რუსეთის კონტროლის ქვეშ. ამ რისკების მიუხედავად საქართველო და უკრაინა და ასევე აღმოსავლეთ ევროპის მრავალი ქვეყანა აქტიურად ახორციელებს პროდასავლურ პოლიტიკას. თუ შეიძლება გვითხარით, როგორ აძლიერებს პრეზიდენტის ბიუჯეტი ჩვენი ამ უმნიშვნელოვანესი პარტნიორებისადმი მხარდაჭერას?“, - აღნიშნა კონგრესმენმა.
„როგორც ნახეთ, ორი სახის რეალური გზით გავუწიეთ უკრაინას ხელშესახები დახმარება. ჩვენ უკრაინელ ხალხს მივაწოდეთ თავდაცვითი სახის შეიარაღება. ასევე დავეხმარეთ დაზვერვითი სახის ინფორმაციით, ჩემს წინა თანამდებობაზე მუშაობისას, სახელმწიფო მდივნად დანიშვნამდე. თქვენ ხედავთ ჩვენ ძალისხმევებს მსოფლიოში, მათ შორის უკრაინასა და საქართველოში, რათა შევეწინააღმდეგოთ რუსეთის ძალისხმევებს. მალე არჩევნები ახლოვდება უკრაინაში. მრავალი ელემენტია ამ მიმართულებით. და მე ვსაუბრობდი ამის შესახებ, რაშიც როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი, ასევე თავდაცვის დეპარტამენტია ჩართული. ჩვენ მზად ვართ, რომ დავეხმაროთ ქართველ ხალხს, რომელიც ძალიან კეთილგანწყობილია აშშ-ის მიმართ და იზიარებს ჩვენს ხედვას, თუ როგორ ოპერირებს რეგიონი“, - თქვა კონგრესმენი ჩაბოს შეკითხვის საპასუხოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ გამოსვლაში.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment