Pages

Thursday, March 28, 2019

ბანგლადეშელმა ქალმა ერთ თვეში ორჯერ იმშობიარა

ბანგლადეშელმა ქალმა პირველი შვილის გაჩენის შემდეგ 26 დღეში ტყუპი გააჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა AsiaOne-ი ავრცელებს. 
20 წლის არიფა სულთანს პირველი ვაჟი თებერვლის ბოლოს გაუჩნდა. ექიმებმა ვერ შენიშნეს, რომ იშვიათი ანომალიის გამო, ქალს მეორე საშვილოსნო ჰქონდა, რომელშიც კიდევ ორი ნაყოფი იზრდებოდა.
დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, 22 მარტს სულთანმა წყლები დაღვარა და ქალი სასწრაფოდ წაიყვანეს საავადმყოფოში. საკეისრო კვეთის შემდეგ მან ჯანმრთელი გოგო და ბიჭი გააჩინა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment