დაუცველი დამცველები", "ზრუნვა ცარიელი ხელებით", "დაიწყო ბრძოლა სისტემური ცვლილებებისთვის", - ამ ლოზუნგებით სოცმუშაკები ბათუმშიც გაიფიცნენ. აქცია ვარდების სკვერში მომდინარეობს, სადაც კარვის დადგმას გეგმავენ.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და თანამშრომლების დამატებას ითხოვენ. მათივე თქმით, სოციალური მუშაკების ნაწილზე ზეწოლა ხორციელდება, რის გამოც ისინი ვერ გამოვიდნენ, თუმცა პეტიციაზე ხელი მოწერილი აქვთ.
როგორც აქციის მონაწილე თამარ ღუნაშვილმა თქვა, მასზე აჭარისა და ქობულეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელები სამსახურიდან გაშვების მუქარით ზეწოლას ახორციელებენ.
"მინდა აჭარის სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელს თემურ ქარცივაძეს ვუთხრა, რომ რცხვენოდეს, რადგან თანამშრომლებზე სხვადასხვა ზეწოლით ძალადობს. ასევე, ქობულეთის სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ ჭატურიშვილი სამსახურიდან გაშვებით მემუქრებოდა. აქ გამოსვლამდე 22 მარტს ხელმძღვანელმა გამომიცხადა, რომ თუ გავაპროტესტებდი, დავკარგავდი სამსახურს. ასეთი ხელმძღვანელები ჰყავს სახელმწიფოს", - აცხადებს თამარ ღუნაშვილი.
სოციალური მუშაკები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიფიცნენ. გაფიცულები საპროტესტო აქციას თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან მართავენ. აქციას რეგიონების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. დღის ბოლომდე კი აქციაზე მისვლას საინიციატივო ჯგუფის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების და პროფკავშირების წარმომადგენლებიც აპირებენ.
ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ სოციალური მუშაკების სამუშაო პირობების გაუმჯობესებისთვის აქტიურად მუშაობენ. მათივე თქმით, ორშაბათიდან სხვა თანამშრომლების მობილიზება მოხდება, რომ ბენეფიციარები არ დაზარალდნენ.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment