Pages

Sunday, March 24, 2019

რუსთავში 13 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე პატრულის 3 თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვეს

რუს­თავ­ში ბი­ძის მიერ 13 წლის მო­ზარ­დის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტის შემ­დეგ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 3 თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ი­თხო­ვეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მინ­სიტ­რო­ში და­უ­დას­ტუ­რეს.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

"რუს­თავ­ში 13 წლის მო­ზარ­დის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტის შემ­დეგ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და­თხოვ­ნი­ლე­ბი არი­ან შსს-ს რი­გე­ბი­დან, ხოლო მომ­ხდარ ფაქ­ტზე მოკ­ვლე­ვა ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით გრძელ­დე­ბა",-აცხა­დე­ბენ შსს-ს პრეს­სამ­სა­ხურ­ში.
.

რო­გორც დღეს გახ­და ცნო­ბი­ლი, 13 წლის ძმის­შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს იძუ­ლე­ბი­თი მკურ­ნა­ლო­ბა გა­ნე­სა­ზღრა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მო­სა­მარ­თლე მა­დო­ნა მა­ი­სუ­რა­ძემ პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, უწყე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და ვა­ლე­რი ირე­მა­ძეს ორ­წლი­ა­ნი იძუ­ლე­ბი­თი მკურ­ნა­ლო­ბა გა­ნუ­სა­ზღვრა. 13 წლის ძმის­შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ პირი იძუ­ლე­ბით მკურ­ნა­ლო­ბას ხო­ნის ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ივ­ლის.
შე­გახ­სე­ნებთ, 13 წლის მო­ზარ­დი სა­კუ­თარ­მა ბი­ძამ ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით 10 თე­ბერ­ვალს მოკ­ლა.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment