Pages

Monday, April 1, 2019

მანდატურის სამსახურმა 11 წლის ახალციხელ მოსწავლეზე ჩაგვრის ფაქტის შესახებ განცხადება გაავრცელა

მანდატურის სამსახური ახალციხის ერთ-ერთ სკოლაში 11 წლის ბიჭი ჩაგვრის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სამსახურის ცნობით, მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ემუხლის 1 პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო. 

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

მანდატურის სამსახურის განცხადებით, როგორც კი სკოლის მანდატურმა შეიტყო იმ ფაქტის შესახებ, რომ სკოლის მოსწავლე, შესაძლოა, ყოფილიყო ვერბალური ჩაგვრის მსხვერპლი, მან სასწრაფოდ აცნობა ამის შესახებ მანდატურის სამსახურს. 
"ახალციხეში მყისიერად გაემგზავრა აღნიშნული სამსახურის კრიზისული ინტერვენციის ჯგუფი, ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების შემადგენლობით. მოსწავლეთა კანონიერი წარმომადგენლების თანხმობით, მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლები გაესაუბრნენ კონფლიქტში ჩართულ ყველა რგოლს, შეასრულეს მედიატორის როლი და განახორციელეს ინდივიდუალური სამუშაოები, რის შემდეგაც, საგანმანათლებლო პროცესი სკოლაში აღდგა და დღესაც შეუფერხებლად მიმდინარეობს.
რაც შეეხება კონკრეტულ მოსწავლეს, რომელიც, შესაძლოა, იყოს ბულინგის მსხვერპლი, განხორციელდა მისი რეფერირება მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრში. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის შემთხვევაში, ცენტრის მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგები განახორციელებენ ყველა საჭირო ღონისძიებას", - წერია მანდატურის სამსახურის განცხადებაში
imedinews.ge

No comments:

Post a Comment