საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს ხომალდების ყოფნას ბრიუსელიდან ნატოს გენერალური მდივანი ეხმაურება. ნატოში აცხადებენ, რომ ერთობლივი წვრთნები საქართველოსა და ნატოს საზღვაო ძალების ურთიერთქმედების და ურთიერთთავსებადობის აამაღლებს.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
შავ ზღვაზე უსაფრთხოების გაძლიერება იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა ამ კვირაში ნატოს 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. ალიანსი დამატებითი ზომების მიღებას აპირებს და საქართველო პროცესში აქტიურად მონაწილეობს. ვაშინგტონში საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა რუსეთზე და რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზეც უნდა იმსჯელონ.
"ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ამ კვირაში შეერთებულ შტატებში შეთანხმდებიან ახალ ზომებზე, რათა გავაუმჯობესოთ შავი ზღვის რეგიონში არსებული სიტუაციის შესახებ ცნობიერება და გავზარდოთ ნატოს მხრიდან საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერა ისეთ სფეროებში, როგორიცაა საზღვაო ძალებისა და სანაპირო დაცვის გაწვრთნა და ინფორმაციის გაცვლა.
ჩვენ უკვე ვიღებთ ზომებს და წარმატებული თანამშრომლობა ჩემი თვალით ვნახე საქართველოში ნატო- საქართველოს წვრთნებზე. მე ველოდები, რომ მინისტრები შეთანხმდებიან ახალ ზომებზე, განსაკუთრებით მაგალითად წვრთნებზე, რასაც ახლა ვხედავთ. გასულ წელს მაგალითად , ნატოს გემებმა 120 დღე გაატარეს შავ ზღვაზე. სერიოზული ზრდაა,ვინაიდან 2017 წელს 80 დღე გაატარეს ნატოს გემებმა შავ ზღვაზე. ეს ნიშნავს, რომ ნატო წარმოდგენელია შავ ზღვაზე და როდესაც ვართ შავ ზღვაზე პარტნიორებთან ერთად ვატარებთ ღონისძიებებს. რატქმაუნდა ამ პროცესში ჩარტულია საქართველო და უკრაინა", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
ფოთის პორტში დღს ოთხი სამხედრო გემი შემოვიდა. ესენია: საფლაგმანო ხომალდი „HNLMS Evertsen“ (ნიდერლანდების სამეფო), „TCG Yildirim“ (თურქეთის რესპუბლიკა), “BGS DRAZKI” (ბულგარეთი) და ”ROS Regele Ferdinand” (რუმინეთი).
ნატოს მუდმივმოქმედ მეორე საზღვაო შენაერთს კომოდორი ბაუდევაინ ბუთსი ხელმძღვანელობს. ვიზიტის ფარგლებში, კომოდორი საქართველოს სანაპირო დაცვის ხელმძღვანელს შეხვდება. ასევე, გაიმართება სამუშაო შეხვედრები, კულტურული და სპორტული ღონისძიებები.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment