მთიან აჭარაში მოგზაურების რაოდენობა გაიზარდა. 2018 წლის მონაცემებით, აჭარის მუნიციპალიტეტებში ეკო და სოფლად არსებულ ტურისტულ მარშრუტებზე 244, 478 ვიზიტორმა იმოგზაურა, რაც 2017 წლის მონაცემებს 124%-ით აღემატება. მოგზაურების სტატისტიკა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ კვების, განთავსებისა და ტურისტული ატრაქციების მიერ მოწოდებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით მოამზადა.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
2018 წელს, ტურისტული მარშრუტებიდან რაოდენობრივად ყველაზე მეტი, 104,702 მოგზაური ქობულეთის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა, რაც 2017 წლის მონაცემებზე 38%-ით მეტია. ვიზიტორების უმრავლესობამ მუნიციპალიტეტში ყოფნისას ეროვნული პარკები და ტურისტული ღირსშესანიშნაოებები მოინახულა. მოგზაურთა პროცენტული ზრდით გამოირჩეოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი.
შარშან მაჭახელასა და მირვეთის ტურისტულ მარშრუტებზე 112%-ით მეტმა, 27, 157 ვიზიტორმა იმოგზაურა.
• +38% - ქობულეთის ტურისტული მარშრუტები
• +112% - ხელვაჩაურის ტურისტული მარშრუტები
• +12% - ქედის ტურისტული მარშრუტები
• +31% - ხულოს ტურისტული მარშრუტები
• +26% - შუახევის ტურისტული მარშრუტები
• +112% - ხელვაჩაურის ტურისტული მარშრუტები
• +12% - ქედის ტურისტული მარშრუტები
• +31% - ხულოს ტურისტული მარშრუტები
• +26% - შუახევის ტურისტული მარშრუტები
ჯამში, 2018 წელს, მთიანი აჭარის საოჯახო-სასტუმრო სახლების სერვისებით წინა წელთან შედარებით 139%-ით მეტმა მოგზაურმა ისარგებლა. ტურისტული სერვისები ღამისთევას, კვებასა და მასტერკლასებით სარგებლობას ითვალისწინებდა.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment