Pages

Monday, April 15, 2019

გერმანიაში ყოველი მერვე მოქალაქე უცხოელია

2018 წელს გერმანიაში ამ ქვეყნის მოქალაქეობის არმქონე 10.9 მილიონი ადამიანი დაფიქსირდა. ეს რაოდენობა წლის განმავლობაში 2017 წელთან შედარებით 2.7%-ით (292 ათასი ადამიანი) გაიზრდა. ამის შესახებ ინფორმაცია გერმანიის ფედერალური სტატისტიკის სამსახურმა გაავრცელა. 
ამ მონაცემების მიხედვით გამოდის, რომ გერმანიაში თითქმის ყოველი მერვე ადამიანი ამ ქვეყნის მოქალაქე არ არის. 
სტატისტიკის მიხედვით, 2017 წელს გერმანიაში მცხოვრებ უცხოელთა რაოდენობა 2016 წელთან შედარებით 5.7%-ით გაიზარდა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment