Pages

Friday, April 19, 2019

ერთხელ არ მოსულან მოსასამძიმებლად..." - რა ეტაპზეა გუდაურში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას საქმე

2016 წელს გუ­და­ურ­ში, ტრა­გი­კუ­ლად გარ­დაც­ვლი­ლი 12 წლის სა­ლო­მე ტა­ტიშ­ვი­ლის საქ­მე­ზე უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ი­ტა­ნა - 22 წლის გი­ორ­გი ლი­პარ­ტე­ლი­ანს სხვი­სი სი­ცო­ცხლის გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით მოს­პო­ბის ბრალ­დე­ბით, 2 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა. ლი­პარ­ტე­ლი­ანს სას­ჯე­ლი და­უს­წრებ­ლად შე­ე­ფარ­და, ვი­ნა­ი­დან იგი წლე­ბია სა­ზღვარ­გა­რეთ იმ­ყო­ფე­ბა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

სა­ბო­ლოო ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ 12 წლის სა­ლო­მე ტა­ტიშ­ვი­ლი 2016 წლის იან­ვარ­ში გუ­და­ურ­ში სრი­ა­ლი­სას, თხი­ლა­მუ­რებ­ზე მდგა­რი გი­ორ­გი ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის და­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი ამ საქ­მე­ზე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ თით­ქმის 2-წლი­ა­ნი გან­ხილ­ვის შემ­დეგ, 2017 წლის 29 დე­კემ­ბერს, უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო. მო­სა­მარ­თლე ბე­სიკ ბუ­გი­ა­ნიშ­ვი­ლის მიერ გა­მო­ტა­ნი­ლი გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­მა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რეს.
მე­ო­რე ინ­სტან­ცი­ა­ში მო­სა­მარ­თლე­თა კო­ლე­გი­ამ მურ­მან ისა­ე­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, ტა­ტიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი შეც­ვა­ლა და ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი სსკ-ის 116-ე მუხ­ლის 1 ნა­წი­ლით (სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით) წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნო. მას 3 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­საჯა.
გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თა­ვის მხრივ უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რეს ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის ოჯა­ხის წევ­რებ­მა. უზე­ნეს­მა სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბულს სას­ჯელ­ზე ერთი წელი და­უკ­ლო და 2 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და. ბრალ­დე­ბუ­ლის ოჯა­ხი ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­საც უსა­მარ­თლოდ მი­იჩ­ნევს და სა­მარ­თლებ­რი­ვი და­ვის გაგ­რძე­ლე­ბას სტარსბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში გეგ­მავს.
ასევე დაგაინტერესებთ
10:22 / 26-02-2018
"სალომეს რომ არ დაჯახებოდა, აუცილებლად დაეჯახებოდა და მოკლავდა სხვის შვილს..." - რას წერს ორი წლის წინ გუდაურში დაღუპული 12 წლის გოგონას დედა
16:18 / 28-04-2018
"მე არ ვარ მკვლელი" - ბიჭი, რომელიც 12 წლის სალომე ტატიშვილის გარდაცვალებაშია ბრალდებული, ღია წერილს ავრცელებს

გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას დედა, ნინო ჟვა­ნია უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­მო­ტა­ნილ გა­ნა­ჩენს პრე­ცე­დენ­ტულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბად მი­იჩ­ნევს
სა­ბო­ლოო ინ­სტან­ცი­ის ეს პრე­ცე­დენ­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ნიშ­ნავს იმას, რომ ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში თხი­ლა­მუ­რე­ბით სრი­ა­ლი­სას სხვი­სი და­ზი­ა­ნე­ბა, სხვი­სი ჯან­მრთე­ლო­ბის და სი­ცო­ცხლის საფრ­თხე­ში ჩაგ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლია! მჯე­რა, რომ ჩვე­ნი ბრძო­ლა სი­მარ­თლის­თვის ხელს შე­უ­წყობს სხვე­ბის სი­ცო­ცხლის დაც­ვას. ყვე­ლას მინ­და ვთხო­ვო, ნუ და­ვარ­ქმევთ უბე­დურ შემ­თხვე­ვას იმას, რაც ადა­მი­ა­ნის უპა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­ცი­ე­ლით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი და რისი თა­ვი­დან აცი­ლე­ბაც შე­იძ­ლე­ბა. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია!" - ამ­ბობს ნინო ჟვა­ნია.
რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლის დე­დამ AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­და, ოჯა­ხი მო­ი­თხოვს პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან შეხ­ვედ­რას, რათა და­ა­ზუს­ტოს, რა ეტაპ­ზეა გი­ორ­გი ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის ძებ­ნი­სა და მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოყ­ვა­ნის პრო­ცე­სი:
"ჩვენ ვი­თხოვთ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან შეხ­ვედ­რას, რათა გა­ვარ­კვი­ოთ, რა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ტარ­დე­ბა ამ ადა­მი­ა­ნის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოყ­ვა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა სტა­დი­ა­შია ძებ­ნა. წე­რი­ლიც გა­ვუგ­ზავ­ნე პრო­კუ­რა­ტუ­რას. ყვე­ლამ იცის, რომ ეს ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს პრა­ღა­ში და სწავ­ლობს იქ. რა მო­ძებ­ნა უნდა? რაც შე­ე­ხე­ბა ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის ოჯა­ხის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, სტრას­ბურ­გში საქ­მის გა­სა­ჩივ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ეს გარ­და იმი­სა, რომ სა­მარ­ცხვი­ნოა, არის არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ნათ­ქვა­მიც.
მე გა­ვი­ა­რე კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი იუ­რის­ტებ­თან და რო­გორც ცნო­ბი­ლია, სტრას­ბურ­გში საქ­მე მი­დის იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მხა­რე არ არის გა­მო­ძი­ე­ბით კმა­ყო­ფი­ლი. ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის ოჯა­ხი მთე­ლი სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­ძი­ე­ბით კმა­ყო­ფი­ლი იყო და ახლა რას ასა­ჩივ­რე­ბენ? მით უმე­ტეს ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის თან­ხვედ­რა­ში ევ­რო­პულ კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან და არის პრე­ცე­დენ­ტუ­ლი საქ­მე სა­ქარ­თვე­ლო­ში. სა­ნამ გა­ა­სა­ჩივ­რე­ბენ, ეს ადა­მი­ა­ნი ბრალ­დე­ბუ­ლი აღარ არის მსჯავ­რდე­ბუ­ლია და არ აპი­რე­ბენ ჩა­მო­იყ­ვა­ნონ სა­ქარ­თვე­ლო­ში?
და­ნა­შა­უ­ლი 2-4 წლამ­დე ივა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას და მი­უ­სა­ჯეს მი­ნი­მა­ლუ­რი, ორი წელი, მაგ­რამ ჩემ­თვის პრინ­ცი­პუ­ლი არ იყო ორს მი­უს­ჯიდ­ნენ თუ ათს. მაგ­რამ გა­ა­მარ­თლო სა­ლო­მეს მკვლე­ლი და მი­თხრა, რომ სა­ლო­მეს ბრა­ლია მისი სიკ­ვდი­ლი, ესაა ჩემ­თვის პრინ­ცი­პუ­ლი! რაზე სა­უბ­რო­ბენ სა­ერ­თოდ, ერთხელ არ მო­სუ­ლან მო­სა­სამ­ძი­მებ­ლად ოჯა­ხის არც ერთი წევ­რი და დამ­ცი­ნა­ვი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­დათ" - გა­ნა­ცხა­და ნინო ჟვა­ნი­ამ.
რაც შე­ე­ხე­ბა ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის ოჯა­ხი­სა და ად­ვო­კა­ტე­ბის პო­ზი­ცი­ას, ისი­ნი აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უსა­მარ­თლოდ მი­იჩ­ნე­ვენ და სა­მარ­თლებ­რი­ვი და­ვის გაგ­რძე­ლე­ბას სტრას­ბურ­გში აპი­რე­ბენ. AMBEBI.GE და­უ­კა­ვაშრ­და მა­ნა­ნა ლი­პარ­ტე­ლი­ანს, ბრალ­დე­ბუ­ლის მა­მი­დას და ად­ვო­კატს:
"ჩვენ გა­მარ­თლე­ბას ვი­თხოვ­დით, რა­ტომ გა­მო­ი­ტა­ნა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე შავ­ლი­აშ­ვილ­მა და ვის გა­უ­კე­თა ეს მე­სი­ჯი - სხვა გზა არ მაქ­ვსო, არ ვიცი. ჩვენ უკვე მზად გვაქვს სარ­ჩე­ლი და მა­ი­სის შუა რი­ცხვებ­ში გავ­გზავ­ნით სტრას­ბურ­გში. უსა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, ცხა­დია. არ­სე­ბობს ოთხი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს, რომ არა­ნა­ი­რი შემ­ხებ­ლო­ბა არ ჰქო­ნია გი­ორ­გის გარ­დაც­ვლილ­თან. არ და­ჯა­ხე­ბია. პირ­ველ­მა ინ­სტან­ცი­ამ გა­ა­მარ­თლა და ამათ­მა შეკ­ვე­თით გაგ­ვი­კე­თეს ეს. არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის ზე­მოქ­მე­დე­ბით და მე­დი­ა­კამ­პა­ნი­ით მი­აღ­წი­ეს ამას!" - აცხა­დებს მაია ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი.
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია რომ, 2017 წლის დე­კემ­ბერ­ში მო­სა­მარ­თლე ბე­სიკ ბუ­გი­ა­ნიშ­ვილ­მა ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შემ­დე­გი არ­გუ­მენ­ტე­ბით ახ­სნა: "თხი­ლა­მუ­რე­ბით სრი­ა­ლი ექ­სტრე­მა­ლუ­რი სპორ­ტია, რაც, თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით, სა­ხი­ფა­თოა და ტრავ­მებს თა­ვის­თა­ვად გუ­ლის­ხმობს. სა­სა­მარ­თლო დად­გე­ნი­ლად ვერ მი­იჩ­ნევს გი­ორ­გი ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის მიერ სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით, რად­გან მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბით ცალ­სა­ხად და ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად არ დგინ­დე­ბა არც გი­ორ­გი ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი­სა და არც სა­ლო­მე ტა­ტიშ­ვი­ლის სრი­ა­ლის მა­ნე­რა და ტრა­ექ­ტო­რია შე­ჯა­ხე­ბამ­დე".
მო­სა­მარ­თლემ ასე­ვე არ გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის არ­გუ­მენ­ტი, რომ გი­ორ­გი ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი ნას­ვა­მი იყო. მო­სა­მარ­თლის გან­მარ­ტე­ბით, წინა დღეს და­ლე­უ­ლი 3-4 ჭიქა ღვი­ნო და შემ­თხვე­ვის დღეს, დი­ლის ათ სა­ათ­ზე, მი­ღე­ბუ­ლი 100 გრა­მი კო­ნი­ა­კი, არ იძ­ლე­ო­და იმის მტკი­ცე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი თრო­ბის გამო თავს ვერ გა­ა­კონ­ტრო­ლებ­და.
სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს 2017 წლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის მწვა­ვე კრი­ტი­კა გა­მო­იწ­ვია. რამ­დე­ნი­მე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ 2017 წელს ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბაც გა­ავ­რცე­ლა, რომ­ლის მი­ხედ­ვით, გა­ნა­ჩე­ნი­დან იკ­ვე­თე­ბო­და, რომ მო­სა­მარ­თლემ მხედ­ვე­ლო­ბა­ში არ მი­ი­ღო არა­ერ­თი მოწ­მის ჩვე­ნე­ბა. საქ­მე­ზე და­კი­თხუ­ლი არა­ერ­თი მოწ­მე მი­უ­თი­თებ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი მოძ­რა­ობ­და ძა­ლი­ან სწრა­ფად, სიჩ­ქა­რის კონ­ტრო­ლის გა­რე­შე, რაც მო­სა­მარ­თლემ არ გა­ი­ზი­ა­რა.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment