Pages

Friday, April 19, 2019

ევროზონის 19 ქვეყანაში წარმოება შემცირდა

„საქმიანი აქტივობის“ ინდექსი ევროზონის 19 ქვეყანაში აპრილში 0,3 პუნქტით შემცირდა.
euronews-ის ინფორმაციით, ეს ადასტურებს წარმოების შემცირებას გერმანიასა და საფრანგეთში. გერმანიაში ინდექსმა 44,5 პუნქტი შეადგინა, თუმცა ფინანსისტი ანალიტიკოსების მოლოდინი უფრო მაღალი იყო და ეკონომიკურ აქტივობას პროგნოზირებდნენ. 
რაც შეეხება საფრანგეთს, „საქმიანი აქტივობის“ ინდექსი ბოლო სამ თვეში 13 თვის მინიმუმამდე დაეცა. ექსპერტებს აქვთ მოლოდინი, რომ ევროზონაში მშპ მეორე კვარტალში 0,2%-ზე დაბალი არ იქნება. ამ ფონზე ევროს კურსი დოლართან მიმართებაში 0,3%-ით დაეცა. ~
2019 წელს ევროზონის ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტი 1,1%-ით გაიზრდება - წერს dw.com
ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის მარიო დრაგის განცხადებით, ევროზონაში მშპ-ს ზრდის ტემპი 0,6% -ით შემცირდება. ბანკი ინფლაციის ზრდას 1,6% -მდე პროგნოზირებს. ამ ფონზე ევრობანკი წლის ბოლომდე საპროცენტო განაკვეთებს არ გაზრდის. 
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment