Pages

Saturday, April 20, 2019

ვარკეთილში "ლიბერთი ბანკი" 19 და 21 წლის ბიჭებმა დააყაჩაღეს - შსს-მ ბრალდებულები დააკავა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, უწყე­ბამ „ლი­ბერ­თი ბან­კის“ და­ყა­ჩა­ღე­ბის ფაქ­ტი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­დან 24 სა­ათ­ში გახ­სნა. საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია 3 პირი. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით შსს-ში ბრი­ფინ­გი მი­ნის­ტრის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ, კახა სა­ბა­ნა­ძემ გა­მარ­თლა.

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე წლის 19 აპ­რილს დი­ლის სა­ა­თებ­ში სამი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ნიღ­ბი­ა­ნი პირი თავს და­ეს­ხა ლი­ბერ­თი ბან­კის ვარ­კე­თი­ლის ფი­ლი­ალს, ია­რა­ღის მუ­ქა­რით გა­ი­ტა­ცა თან­ხა 2 030 ლა­რამ­დე და მი­ი­მა­ლა. ყა­ჩა­ღებ­მა სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნეს ბან­კში მყოფ ორ მო­ქა­ლა­ქეს, რომ­ლე­ბიც გა­დაყ­ვა­ნილ იქ­ნენ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, და­შა­ვე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.
ცხელ კვალ­ზე გა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბით, კერ­ძოდ: საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბით, რომ­ლებ­მაც დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რეს და­ნა­შა­უ­ლის მზა­დე­ბის და შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სი, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ნივთმტკი­ცე­ბე­ბით, ოდო­რო­ლო­გი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნე­ბით და სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მთე­ლი რიგი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, თბი­ლი­სი­სა და იმე­რე­თის პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ერ­თობ­ლი­ვად და­კა­ვე­ბულ იქნა 2000 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნი­კო­ლოზ ჯა­ნი­აშ­ვი­ლი, 1998 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გუ­რამ ხვა­და­გი­ა­ნი, 1998 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ამი­რან ლაკ­ვა­ხე­ლი­ა­ნი. სა­მი­ვე მათ­გა­ნი წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვია.
პო­ლი­ცი­ამ ბან­კი­დან გა­ტა­ცე­ბუ­ლი თან­ხა ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღო.
გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 179-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ ყა­ჩა­ღო­ბას გუ­ლის­ხმობს. ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 6-დან 9 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.
გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნო­ბოთ, რომ პო­ლი­ცია აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მომ­ხდა­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის უმოკ­ლეს ვა­და­ში გა­მო­ძი­ე­ბა­ზე.
უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბა და დამ­ნა­შა­ვე პირ­თა და­კა­ვე­ბა ხდე­ბა დრო­ის მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში. აქვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ყვე­ლა კრი­მი­ნა­ლურ ფაქ­ტზე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს რე­ა­გი­რე­ბა იქ­ნე­ბა მყი­სი­ე­რი და ეფექ­ტუ­რი, რაც გარ­და­უ­ვალს გახ­დის თი­თო­ე­უ­ლი დამ­ნა­შა­ვე პი­რის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მის სა­კითხს.
ambebi.ge

No comments:

Post a Comment