Pages

Saturday, April 20, 2019

ქაბულში სამინისტროს შენობას თავს დაესხნენ

აფეთქებისა და სროლის ხმა ისმოდა ავღანეთის დედაქალაქში საინფორმაციო სამინისტროს შენობასთან, რომელიც თავდასხმის ობიექტი გახდა. ამის შესახებ BBC წერს.
აფეთქების ხმა თბილისის დროით 11:10 წუთზე (ადგილობრივი დროით 11:40) გაისმა. მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სამინისტროს პრესსპიკერმა დაადასტურა.
დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. უცნობია ვინ დგას თავდასხმის უკან. 
აფეთქება ქაბულის იმ ნაწილში მოხდა, სადაც ქალაქის პოპულარული სასტუმროები და პრეზიდენტის რეზიდენცია მდებარეობს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment