Pages

Tuesday, April 2, 2019

კვლევა: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 40-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია შექმნა

ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ კვლევის შედეგები წარადგინა სახელწოდებით "ნაციონალური მოძრაობის შეღწევა სამოქალაქო სექტორში საზოგადოებრივ- პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის გაზრდის მიზნით". 
ავტორის თქმით, კვლევა 2003 წლიდან დაკვირვების შედეგს მოიცავს. კვლევის ავტორი ღია სივრცეში განთავსებულ ინფორმაციას ადევნებდა თვალს და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ 40-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ არის შექმნილი.
გია აბაშიძის თქმით, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა უმრავლესობა ამ პარტიის მიერ არამხოლოდ ფინანსდება, არამედ მისი სიტუაციური მოკავშირეც არის.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment