Pages

Tuesday, April 2, 2019

რუსთავში ციხის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

რუსთავის მცხოვრებლებმა ჭყონდიდელის დასახლებაში ორი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით პეტიცია შექმნეს.  
პეტიციაში აღნიშნულია, რომ ტერიტორია, სადაც ციხე უნდა აშენდეს, წარმოადგენს სივრცეს, რომლის მომიჯნავედ განთავსებულია რუსთავის ისტორიული უბანი ჭყონდიდელის დასახლება, რუსთავის ყველაზე დიდი რეკრეაციული ზონა (240 ჰექტარი 02.05.05.871) სამომავლოდ ძალიან საინტერესო განვითარების პერსპექტივით, მდინარე მტკვარი და რკინიგზის სადგური.
„რუსთავის განვითარება სწორედ ამ არეალიდან დაიწყო წინა საუკუნეში, რომელიც კლიმატური მაჩვენებლით უფრო გრილ ადგილს და საუკეთესო გარემოს წარმოადგენს ქალაქის განვითარებისთვის.
შესაბამისად მოგმართავთ თხოვნით: შეაჩეროთ, რუსთავისთვის ისტორიულად ძალიან მნიშვნელოვან და ეკონომიკურად პერსპექტიულ სივრცეში პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა, შეხვდეთ მოსახლეობას და მოისმინოთ მათი აზრი“, - ნათქვამია ტექსტში. 
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, პენიტენციური სისტემის უფრო ეფექტიანად მართვის მიზნით რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში ორი ახალი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა დაიგეგმა.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment