Pages

Wednesday, April 3, 2019

ხელვაჩაურის მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს

ხელვაჩაურში, პოლიციის შენობასთან მაჭახლის ხეობის მცხოვრებლები აქციას მართავენ. ისინი იქ ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.
შეკრებილების განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრომ ერთ-ერთ კომპანიასთან გააფორმა მემორანდუმი, რომელიც ხეობაში ჰესების მშენებლობას ითვალისწინებს, მშენებელმა კომპანიამ კი მოსახლეობას კვლევითი სამუშაოების ჩატარების უფლება არ მისცა.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ხეობას ტურიზმის განვითარების უფრო დიდი პერსპექტივა აქვს, რასაც სოფელ ქედქედში ჰესის მშენებლობა ხელს შეუშლის.
"რამდენიმე ადგილობრივი სამართალდამცველებმა იმის გამო დაიბარა, რომ ისინი სოფელში ჰესების საწინააღმდეგოდ გამოდიან. ამიტომაც გამოკითხვაზე მოვიდა მთელი ხეობა. არავის მივცემთ უფლებას, ხეობა წაგვართვას", - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი როინ მალაყმაძე.
აქციის მონაწილეთაგან ოთხ წარმომადგენელს ამ წუთებში ხელვაჩაურის პოლიციის ხელმძღვანელობა ხვდება. აქციის მონაწილეებმა მსვლელობაც მოაწყვეს.
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment