Pages

Wednesday, April 3, 2019

საქართველო თხილის ფასით რეგიონში მეორეა

2019 წლის მარტში საქართველოში თხილის საბითუმო ფასი 7,42 დოლარი იყო.
გამოცემა  East fruit-ის ცნობით, თხილის საბითუმო ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რადგან თებერვალში თხილი რეგიონში საქართველოში ყველაზე ხელმისაწვდომი იყო და 1 კილოგრამის ფასი 2,50 დოლარს შეადგენდა
ერთი თვის განმავლობაში, ისევე როგორც მანამდე, თხილეული (კაკალი, თხილი, მიწისთხილი და ა.შ) ყველაზე ძვირი რუსეთში იყო, სადაც 1 კგ პროდუქტის საშუალო ფასი 8, 33 დოლარს შეადგენდა.
East fruit-ის კვლევამ აჩვენა, რომ პროდუქტის ფასის მცირედი კლება დაფიქსირდა უკრაინასა და მოლდოვაში, სადაც თხილის ღირებულებამ 3,76 დოლარი შეადგინა.
თხილი ყველაზე ძვირი ტაჯიკეთში იყო, სადაც მისმა ღრებულებამ 10 დოლარს გადააჭარბა.
საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოდან თხილის ექსპორტი 2017 წლის მაჩვენებელთან 30%-ით ხოლო 2016 წელთან შედარებით კი - 68%-ით შემცირდა
imedinews.ge

👉  კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში

No comments:

Post a Comment