ბოლო 12 წლის განმავლობაში პირველად, ავსტრალია იძულებული ხდება ხორბლის იმპორტი განახორციელოს. ამის შესახებ ინფორმაციას ABS ავრცელებს.
ავსტრალიის სოფლის მეურნეობისა და წყლის რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, ხორბლის იმპორტი კანადიდან განხორციელდება. 2007 წლის შემდეგ პირველად ავსტრალია ხორბლის იმპორტს იმიტომ დათანხმდა, რომ მარცვლოვანი კულტურების მოსავალი კატასტროფულად შემცირდა. ამის მიზეზი კი ბოლო საუკუნის განმავლობაში დაფიქსირებული ძლიერი გვალვებია.
აქამდე ავსტრალია ხორბლის იმპორტს ეწეოდა 1994-95, 2002-03 2006-07 წლებში.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment