15-24 მაისს, მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით ტრადიციული ფესტივალი იმართება.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
ფესტივალის ფარგლებში, ეროვნულ მუზეუმში გაიხსნება გამოფენები, ჩატარდება საგანმანათლებლო პროგრამები, წიგნის პრეზენტაცია, მოეწყობა საჯარო ლექციები და სხვა. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ყოველწლიური აქცია „ღამე მუზეუმში".
ფესტივალის პროგრამა შემდეგნაირია:
15 მაისი 11:00 პრეზენტაცია „ბავშვები მუზეუმში". პროექტი ხორციელდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად
ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3.
ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3.
16 მაისი 18:30 შვეიცარიელი ხელოვანის დანიელ შპერის ფოტოების გამოფენა „1993" | თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8.
16-17-24 მაისი რეზო თაბუკაშვილის ფილმების ჩვენება | სვანეთის მუზეუმის აუდიტორია, მესტია, ავთანდილ იოსელიანის ქუჩა 7.
17 მაისი 16:00 გამოფენა „იტალია-საქართველო" (ახალგაზრდა ქართველი და იტალიელი ხელოვანების გაცვლითი გამოფენა) | თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8.
18-25 მაისი უილიამ ოზგულდ ფილდის ფილმის ჩვენება | სვანეთის მუზეუმი, მესტია, ავთანდილ იოსელიანის ქუჩა 7.
18 მაისი მუზეუმის საერთაშორისო დღე - საგანმანათლებლო პროგრამები ეთნოგრაფიულ მუზეუმში | კუს ტბის გზა N1
18 მაისი 19:00 კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენა | თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8.
18 მაისი 21:00 - 01:00 ღამე მუზეუმში
20 მაისიდან 10:00-17:30 გამოფენა „მარკებით მოთხრობილი ისტორია". ეძღვნება პირველი ქართული მარკის 100 წლის იუბილეს | ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3.
21 მაისი 13:00 დმანისის მუზეუმის გაზაფხულის სეზონის გახსნა - ადამიანის ევოლუციის ამსახველი ციფრული პლატფორმის პირველი ეტაპის პრეზენტაცია | დმანისის მუზეუმი | დმანისის რაიონი, სოფელი პატარა დმანისი
21 მაისი ნინო ლორთქიფანიძე წაიკითხავს ლექციას - „ოქრომჭედლობა ოქროს საწმისის ქვეყანაში" | სვანეთის მუზეუმის აუდიტორია, მესტია, ავთანდილ იოსელიანის ქუჩა 7.
22 მაისი „სვანეთი - სადაც ჩემი ბავშვობა დარჩა და კიდევ რაღაც". ირაკლი ფარჯიანის საიუბილეო საღამო, მესტიის N3 საჯარო სკოლა | სვანეთის მუზეუმის საზოგადოებრივი სივრცე, მესტია, ავთანდილ იოსელიანის ქუჩა 7
22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე National Geographic - საქართველოსთან ერთად | ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ, კუს ტბის გზა N1
23 მაისი 16:00 ე. კიკნაძის წიგნის „წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები" პრეზენტაცია | ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, ოკუპაციის ამსახველი საგამოფენო დარბაზი, შ. რუსთაველის გამზ. 3.
24 მაისი 13:00 საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და თიბისის შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება | ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3.
imedinews.ge
No comments:
Post a Comment