9 წლის დაჩი გულუას წერილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ბიჭის დედამ - ნათია ანასტასიადმა გამოაქვეყნა "ფეისბუქის" პირად გვერდზე, სოციალურ ქსელში სწრაფად გახდა პოპულარული.
👉 კვალიფიციური მომზადება - ყველა საგანი ერთ სივრცეში
სკოლის მოსწავლე წერილით შს მინისტრს, გიორგი გახარიას მიმართავს და სთხოვს, რომ საგზაო ნიშნებზე კაცების გამოსახულებასთან ერთად, ქალის გამოსახულებაც გაჩნდეს.
"ბატონო გიორგი, მე ვარ დაჩი გულუა, 9 წლის. შევამჩნიე რომ, ყველა საგზაო ნიშანზე კაცის ფიგურაა გამოსახული. ვფიქრობ რომ, ეს ქალების შეუმჩნეველი დაჩაგვრაა. ქალაქში ფეხითაც და მანქანითაც ქალები და კაცები ერთნაირად დადიან, ამიტომ გთხოვ, საგზაო ნიშნებზე ქალის ფიგურაც გამოსახოთ" - წერდა დაჩი გულუა გახარიასადმი გაგზავნილ წერილში.
წერილმა მინისტრამდე მიაღწია და დღეს შს სამინისტროში მინისტრ გახარიასა და სკოლის მოსწავლე დაჩი გულუას შეხვედრაც შედგა. შეხვედრის ამსახველ ფოტოს ბიჭუნას დედა ავრცელებს მინაწერით: "ძალიან საქმიანი და პროდუქტიული შეხვედრა გამოვიდა! დაჩი კმაყოფილია..."
სავარაუდოდ, სამინისტრო ყურადღებიანი მოქალაქის მიმართვას გაითვალისწინებს და მალე საგზაო ნიშნებზე ქალების გამოსახულებაც გამოჩნდება...
ambebi.ge
No comments:
Post a Comment